პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი წყნეთ­ში უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლებს შეხ­ვდა

პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი წყნეთ­ში უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლებს შეხ­ვდა

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, ად­ვო­კა­ტი ნუგ­ზარ გა­ლუ­აშ­ვი­ლი წარ­სულ­ში ჯერ პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, შემ­დეგ კი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი. ყო­ველ დი­ლით ვარ­ჯი­ში ცხოვ­რე­ბის წე­სად ჰქონდა ქცე­უ­ლი. ჰო­და, ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში, კერ­ძოდ, წყნე­თის ტყე­ში ერ­თ-ერ­თი ასე­თი გას­ვლი­სას, 23 წლის წინ სა­ო­ცა­რი რამ იხი­ლა...

-  ყო­ველ­დღე 6 სა­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ­დი და სამ­სა­ხურ­ში წას­ვლამ­დე ხან ლექ­სებს ვწერ­დი, ხან სა­ვარ­ჯი­შოდ მივ­დი­ო­დი. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, კი­კე­თამ­დეც კი მირ­ბე­ნი­ა. ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ახ­ლა უნ­და გი­ამ­ბოთ, დე­კემ­ბერ­ში მოხ­და. მარ­თა­ლი­ა, თოვ­ლი არ იდო, მაგ­რამ გზა მო­ყი­ნუ­ლი იყო. ზე­მო წყნე­თის წყა­როს­თან მი­სულს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტო­ტე­ბის მტვრე­ვის ხმა მო­მეს­მა. იმ­ხა­ნად პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი და ია­რაღს ვარ­ჯი­შის დრო­საც ვა­ტა­რებ­დი. კი მე­უც­ნა­უ­რა ეს ხმა, მაგ­რამ გზა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გან­ვაგ­რძე. ოცი­ო­დე ნა­ბი­ჯი არ მექ­ნე­ბო­და გავ­ლი­ლი, რომ შევ­ნიშ­ნე 6-7 მეტ­რი სი­მაღ­ლის ილუ­მი­ნა­ტო­რით გა­ნა­თე­ბუ­ლი სფე­რო­სებ­რი სხე­უ­ლი, რო­მე­ლიც ინ­თე­ბო­და და ქრე­ბო­და. ამ ობი­ექ­ტის სი­ახ­ლო­ვეს კი ორი ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი სხე­უ­ლი მოძ­რა­ობ­და, რო­გორც მივ­ხვდი, უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი იყ­ვნენ.

-  რო­გო­რი ფორ­მა ჰქონ­დათ უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლებს?

-  თვალ­ში­სა­ცე­მად დი­დი თა­ვი და მუხ­ლე­ბამ­დე ხე­ლე­ბი ჰქონ­დათ, სკა­ფან­დრე­ბი ეც­ვათ და მფრი­ნა­ვი თეფ­შის­კენ იყ­ვნენ მიბ­რუ­ნე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც ვერ შემ­ნიშ­ნეს. რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდიდ­ნენ ერ­თმა­ნეთს.

-  ნას­ვა­მი ხომ არ იყა­ვით?

-  არა, ფხი­ზე­ლი ვი­ყა­ვი. დე­კემ­ბე­რი იყო, მა­შინ ვმარ­ხუ­ლობ­დი და მკაც­რად ვი­ცავ­დი წე­სებს, არ ვსვამ­დი... მარ­თა­ლი გითხ­რათ, შე­მე­შინ­და, ტრან­სპორ­ტიც არ მოძ­რა­ობ­და, რა უნ­და მექ­ნა, ფე­ხით და­ვა­დე­ქი გზას. ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ვი­ყა­ვი. მირ­ჩი­ეს თა­ლეს შო­ნი­ას დავ­კავ­ში­რე­ბო­დი, ასეც მო­ვი­ქე­ცი და ბა­ტონ თა­ლეს­თან ერ­თად ავე­დით წყნეთ­ში. მან რა­ღაც ხელ­საწყ­ო­თი შე­ა­მოწ­მა ტე­რი­ტო­რია და გვითხ­რა, რომ სწო­რედ აქ გა­დი­ო­და ის ვე­ლი, რომ­ლი­თაც უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან...

ერ­თხელ ჩემს კო­ლე­გებს, პო­ლი­ცი­ე­ლებ­საც შე­ემ­თხვათ მსგავ­სი რამ წყნეთ­ში. და­თო კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა და ლექ­სო ბუ­ჩუ­კურ­მა დაგ­ვი­რე­კეს და გვითხ­რეს, რომ მხატ­ვარ ქე­თი მა­ტა­ბე­ლის ღო­ბე­ზე გა­დას­ვლი­სას კა­ლან­და­რიშ­ვილს ვი­ღა­ცამ ხე­ლი ჰკრა, ეზო­ში გა­და­აგ­დო, შემ­დეგ კი ქვე­ბი და­უ­ში­ნათ. ბი­ჭებ­მა ცეცხ­ლი გა­უხ­სნეს. და­ახ­ლო­ე­ბით 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და წყნეთ­ში მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი. კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ა­ში მო­რი­გედ გა­და­იყ­ვა­ნეს, რის შემ­დე­გაც ოთახ­ში, სა­დაც ის იმ­ყო­ფე­ბო­და, და­იქ­ცა მე­ლა­ნი, გა­დაბ­რუნ­და სე­ი­ფე­ბი, ია­რა­ღის პი­რა­მი­და, რო­მელ­საც 4 კა­ცი სჭირ­დე­ბო­და ად­გი­ლი­დან და­საძ­რა­ვად. ეს ამ­ბა­ვი ბა­ტონ­მა თა­ლეს­მა ასე ახ­სნა: კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა რომ ია­რა­ღი­დან ის­რო­ლა, უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი გაბ­რაზ­დნენ და მას გა­მოჰ­ყვნენ პო­ლი­ცი­ა­ში­ო.

-  წყნე­თის პო­ლი­ცი­ას­თან გა­დის უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის ვე­ლი?

-  პო­ლი­ცი­ას­თან არა, ევ­რო­პუ­ლი სკო­ლი­დან 50 მეტ­რის და­შო­რე­ბით, და კი­დევ, ეკ­ლე­სი­ას­თან. ერ­თხელ იმ ად­გი­ლას ხალ­ხი იყო შეკ­რე­ბი­ლი, მე­გო­ნა, რა­ღაც მოხ­და, ბა­ტო­ნი თა­ლე­სი დამ­ხვდა იქ და გვითხ­რა, აქაც გა­დის უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის ვე­ლი­ო. დიდ­ხანს გა­მომ­ყვა მა­შინ­დე­ლი ემო­ცი­ე­ბი, 23 წე­ლი გა­ვი­და და ახ­ლა­ღა გა­მი­ა­რა იმ შეგ­რძნე­ბებ­მა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს