''თუ გემოვნება არ გაქვთ, ეს საგანგაშო არ არის!..''

''თუ გემოვნება არ გაქვთ, ეს საგანგაშო არ არის!..''

რამაზო რომა, იგივე რამაზ შამანაური, თურქეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერია, რომელიც სულ მალე თბილისში ჩამოვა და მოდის კვირეულშიც მიიღებს მონაწილეობას, მანამდე კი მას ტენდენციების გასაცნობად დავუკავშირდით.

- 2012-2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ''პეპლები'' ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ახლა კი, როგორც მსოფლიო სტანდარტები გვკარნახობს, ვმუშაობ 2013-2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე, სადაც პეპლებს ყვავილები შეცვლის. მე ყოველთვის ვქმნი ნაჭერს, რომლითაც შემდეგ კოლექცია იკერება. არ მიყვარს, როცა ჩემნაირი ფაქტურით სხვაც კერავს, ამიტომ ვქმნი ესკიზს, რომელიც გადამაქვს ნაჭერზე და შემდეგ ვიწყებ მუშაობას კოლექციაზე. რაც შეეხება ჩვენებებს, უახლოეს მომავალში მსოფლიო მოდის ფესტივალზე მაქვს ჩვენება კუშადასში, რის შემდეგაც ჩამოვალ თბილისის მოდის კვირეულზე და მერე გადავინაცვლებ კვიპროსში, ასევე მოდის კვირეულზე.

- მაშინ გვითხარით, რა იქნება აქტუალური 2013-2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე.

- ამ სეზონზე კოლექციაში ვიყენებ თეთრს, წითელს, შავს, იასამნისფერს და ღია ვარდისფერს. საერთოდ, შავი ფერი ძალიან მიყვარს, მაგრამ ზაფხულში მაინც უფრო ნათელ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას, შიფონის ან თუნდაც სხვა ჰაეროვან ნაჭერში გამოწყობილი ქალი ნამდვილად სასიამოვნო და მოდური იქნება, შეიძლება, ერთი კაბის შეკერვისას 8-9 მეტრი ნაჭერი დავხარჯო, რომ მას სიმსუბუქე და ჰაეროვნება მივანიჭო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია