სოფელ ვაჩნაძიანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება

სოფელ ვაჩნაძიანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება. 2012 წლის 19 ივლისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად მუზეუმი მთლიანად დაზიანდა. სახურავის გარეშე დარჩენილ შენობაში წვიმა ჩადის და კედლები იშლება. XIX საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი, ერეკლე მეორის ხელმოწერილი სიგელები, უნიკალური რელიგიური ლიტერატურა და კიდევ ოთხი ათასამდე ექსპონატი განადგურების საფრთხეშის წინაშეა.

მუზეუმის თანამშრომელთა თქმით, სტიქიის შემდეგ მუზეუმში არსებული მდგომარეობის შესახებ არავინ დაინტერესებულა. ისინი დახმარებას ხელისუფლებისაგან ითხოვენ.

ვაჩნაძიანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს 2012 წლის მარტში უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა