ვის ეკუთვნის პირველი ლედის ვაკანტური "ტახტრევანი"

ვის ეკუთვნის პირველი ლედის ვაკანტური "ტახტრევანი"

პირველი ლედის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ისეთი ცხარე განხილვის თემა გახდა, რომ აგერ უკვე ორი კვირაა, აქტუალურობას არ კარგავს. თბილისის ფორუმზე კითხვა დასვეს: ვინ უნდა იყოს პირველი ლედი? და იქვე მითითებულია ორი პიროვნების გვარი და სახელი: არჩეული პრეზიდენტის მეგობარი ქალბატონი - მაკა ჩიჩუა და პრემიერ მინისტრის მეუღლის - ნუნუკა თამაზაშვილი-ღარიბაშვილის, რომელთაც ხმას აძლევენ ფორუმელები.

"ამბები.გემ" კი ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი საზოგადოებისთვის რამდენიმე ცნობილ ადამიანს ჰკითხა.

ლაშა ჩხარტიშვილი, უფლებადამცველი:

- ჩემი აზრით, სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა ლამაზი და გამართლებული საქციელი არ არის, თუმცა როგორც აქამდე ვიცოდი, ზოგადად მსოფლიოში პირველ ლედის პრეზიდენტის მეუღლეს უწოდებენ...

მაგრამ "ქართული ოცნება" საარჩევნო დაპირებებს რომ "მიყოლებით" არღვევს და მათ შორის, დიდი ჰესების აკრძალვის ნაცვლად, მათი მშენებლობის ლობირებას ეწევა, ეს ფაქტია. სამართლიანობის აღდგენაზე პრაქტიკულად, უარს ამბობს, არ ახდენს ეკონომიკის დემონოპოლიზაციას და სხვა; ამიტომ ვფიქრობ, ეს გაცილებით სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ის, რაზე საუბარი დავიწყეთ...

ლიზა ვადაჭკორია, ჟურნალისტი:

- პირველი ლედი ტრადიციულად პრეზიდენტის მეუღლე უნდა იყოს, მაგრამ თუ კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერი სახელმწიფოს პირველი პირია, მაშინ პრემიერის ცოლი პირველი ლედი იქნება. იმდენჯერ შეცვალეს კონსტიტუცია, რომ გაურკვევლია, დღეს ვინ არის ქვეყნში პირველი პირი - პრეზიდენტი თუ პრემიერი.

- შენთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის ვინ არის ქვეყნის პირველი პირი?

- მეჩვენება, რომ პირველ პირად ღარიბაშვილი დაინიშნა, მარგველაშვილი უფრო წარდგენით, ანუ საპროტოკოლო ფუნქციებს შეითავსებს... ანუ პირველი პირი მაინც ღარიბაშვილი იქნება.

- თავად ქვეყნი ომელ კონსტიტუციუ მოწყობას ემხრობი?

- ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო მისაღებია...

მაგალითად, ამერიკაში 200 წელია კონსტიტუცია არ შეცვლილა. ჩვენ, როგორც არამყარი ქვეყანა, წელიწადში ერთხელ ვცვლით მთავარ კანონს. სირცხვილია. როგორც უნდათ, ისე მოქმედებენ.

ახლა როგორც ჩანს, პრემიერი აწყობთ, მერე ისევ პრეზიდენტს დააბრუნებენ. ვიღაცები კი მონარქიის აღდგენაზე ოცნებობენ... თუ ეს მოხდა, მერე ნახეთ, უეცრად რამდენი თავად-აზნაური გამოჩნდება და ყველა ხალხის კისერზე მოინდომებს ცხოვრებას...

მითხარით, ვინმე ფიქრობს საერთოდ ეკონოკიკაზე? ვინ რას აკეთებს საერთოდ? დრო რაზე იხარჯება? მთელი რეგიონი თბილისშია ჩამოსული, პროვინციაში ხალხი უმუშევრობისგან იხოცება...

ეკა ხოფერია, ჟურნალისტი:

- პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პირველი ლედი მაკა ჩიჩუა იქნება, ეს ნამდვილად ასეა. დანარჩენი ალბათ საერთაშორისო პრაქტიკაა გადასახედი. იქ, სადაც პრემიერის ინსტიტუტია ძლიერი, როგორ არის საქმე, თორემ მე 2 პირველი ლედის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს...

- ბატონმა ბიძინამ პრემიერ მინისტრად ღარიბაშვილის წარდგენისას, ხაზი სწორედ იმას გაუსვა, რომ პირველი ლედი ირაკლის მეუღლე იქნება...

- კი, მაგრამ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ალბათ მაინც პრეზიდენტის მეგობარი ქალბატონი... მოკლედ, ვინც მთავარი პოლიტიკური ფიგურა იქნება და ვინც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრებზე წარადგენს ალბათ, მის მეუღლეს ექნება ეს სტატუსი...

მაკა შალიკაშვილი, მსახიობი:

- პირველი ლედი ჩემი აზრით, პრეზიდენტის მეუღლე უნდა იყოს. მგონი, ტრადიციულად ასეა მიჩნეული. პირველი ლედი სულ პრეზიდენტის მეუღლე იყო ხოლმე და რა ვიცი... ახლა რას გადაწყვეტენ, არ ვიცი...

- თუ კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის პირველი პირი პრემიერ მინისტრია, მაშინ?

- თუ კონსტიტუცია ამას გვთავაზობს, მაშინ მე კონსტიტუციას და კანონს ვემორჩილები...

ნიკა ქავთარაძე, პროდიუსერი:

- ეს საკითხი ძალიან მამხიარულებს... ისე, ორივე იყოს... ან ხალხმა გადაწყვიტოს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ფოტომონტაჟში გამოყენებულია "სითის" ფოტო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია