რა დაკარგა სოფია სებისკვერაძემ უკრაინასა და ბერლინში

რა დაკარგა სოფია სებისკვერაძემ უკრაინასა და ბერლინში

მსახიობ სოფია სებისკვერაძეს ფინანსებზე ვესაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ ჩვენი რესპონდენტი ძალიან მხარჯველი ყოფილა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საშინლად არ უყვარს ვალის აღება. მართალია, შვილთან ერთად დამოუკიდებლად ცხოვრობს, მაგრამ გვერდით ჰყავს ადამიანი, რომელიც მარის აღზრდაში ეხმარება. ინტერვიუ შემოქმედებითი სიახლეებით დავიწყეთ.

- შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს ორი პროექტიდან, ერთი სერიალს ეხება, ოღონდ ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან მოლაპარაკებების პროცესში ვართ, მეორე კი ფილმია, რომელსაც ქართველი რეჟისორი არ იღებს. ჯერჯერობით ბევრის თქმა არ შემიძლია.

- ახლა გადავიდეთ რუბრიკის თემაზე... რამდენად მფლანგველი ხარ?

- თუ მაქვს ფული და გასული ვარ საყიდლებზე, შემიძლია, ბოლომდე დავხარჯო, ანუ მხარჯველი ვარ. თუ რაღაც მჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა, რა არის, შემიძლია, დაუფიქრებლად გადავიხადო ბოლო კაპიკები.

- შოპინგიდან სახლში მხოლოდ გზის ფულის ამარა ოდესმე დაბრუნებულხარ?

- კი, მქონია შემთხვევა, როცა შერჩეულ ნივთში მთელი ფული გადამიხდია, სახლში ტაქსით წავსულვარ და ოჯახის რომელიმე წევრს ტაქსის ფული მოუცია.

- თავის მოვლა ფინანსებს უკავშირდება, თავის მოვლაზე ბევრს ხარჯავ?

- რასაკვირველია, ელემენტარულად, კარგი ხარისხის შამპუნი რომ იყიდო, იმაშიც გარკვეული თანხა უნდა გადაიხადო. ძვირად ღირებულ ვარჯიშებს, მასაჟებს ან პროცედურებს არ ვიტარებ, ძირითადად ვყიდულობ იმას, რაც მჭირდება და საკუთარი ძალებით ვახერხებ თავის მოვლას.

- ფულის შეგროვება თუ შეგიძლია?

- არა, არასდროს გამომდის. ფულის შეგროვება მიცდია, მაგრამ დამჭირვებია და მაინც დამიხარჯავს.

- პირადად შენი ჰონორარით რაიმე ფასეული, მნიშვნელოვანი შეგიძენია?

- რაც იმ მომენტში მჭირდება, ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ ამ თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, მაშინ კი.

- შვილთან ერთად მარტო ცხოვრობ, ფინანსურად რთული არ არის ოჯახის გაძღოლა?

- ოჯახის რჩენა რთულია, მაგრამ მარის გაზრდაში მეხმარება მისი ბებო, ჩემი ყოფილი დედამთილი, ქალბატონი მარინა. მარი უკვე დიდი გოგოა, საკმაოდ პრეტენზიულია, უნდა, ყველაფერი მისი გემოვნებით გაკეთდეს, შეიძლება, რჩევა მკითხოს, მაგრამ თუნდაც სამოსის შერჩევაში მისი აზრი გადამწყვეტია.

- სოფია, ალბათ ბევრი საჩუქარი მიგიღია, მაგრამ ორიგინალურობის, ფასეულობის ან ვთქვათ, განსაკუთრებულობის მიხედვით რისი გამორჩევა შეიგიძლია?

- ძალიან ძვირად ღირებული საჩუქარი არასდროს მიმიღია, თუმცა მართლა ბევრჯერ გავუხარებივარ მეგობრებს, თუნდაც დროის საინტერესოდ გატარებით, მოგზაურობითsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! და ა.შ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება