სოზარ სუბარი - ახალ მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება

სოზარ სუბარი - ახალ მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება

ახალ მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ იგი თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.

სოზარ სუბარის თქმით, რამდენიმე თვის წინ იყო საუბარი მის გადანაცვლებაზე, თუმცა იმ შემთხვევაშიც რჩებოდა სამთავრობო გუნდის წევრად, მაგრამ ამ ეტაპზე თანამდებობიდან წასვლაზე საუბარი შეწყვეტილია და იგი სასჯელაღსრულების მინისტრად რჩება.

"თანამდებობიდან წასვლა სხვა ფორმულირებაა. გადასვლაზე იყო საუბარი, ეს რამდენიმე თვის წინანდელი ამბავია და ასეც რომ მომხდარიყო ისედაც ვრჩებოდი გუნდში, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ დავრჩენილიყავი იქ, სადაც ვარ. დღესაც მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ დავრჩე და მუშაობა გავაგრძელო. რაიმე სიგნალი არ მიგრძვნია, თუმცა ცხადია, არ ვაპირებ მოვლენებს წინ გავუსწრო. ახალი პრემიერ-მინისტრი თავის გუნდს თავად წარადგენს. უცვლელობის შენარჩუნებაც მისი პრეროგატივაა და შემდეგ უკვე პარლამენტის, გვარ-სახელებთან დაკავშირებით არაფერი გამიგია. რამდენადაც ვიცი, არანაირი სერიოზული ცვლილება არ იგეგმება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ დაიკავებს შს მინისტრის პოსტს, თუმცა სუბარის თქმით, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არ იქნება და შესაბამისად მის ადგილს ვინმე სხვა დაიკავებს.

"მისი ვინაობის შესახებ გადაწყვეტილად არ ვიცი, თუმცა ცხადია, ამაზე არის საუბარი", - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია შს მინისტრის პოსტზე წარსადგენი კანდიდატის ვინაობა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა