პოლონეთში მთვრალმა მამაკაცმა მორგში გაიღვიძა

პოლონეთში მთვრალმა მამაკაცმა მორგში გაიღვიძა

პოლონეთის მკვიდრმა პროზექტურაში გაიღვიძა, ექიმებს იგი გარდაცვლილი ეგონათ და პროზექტურაში გადაიყვანეს.

56 წლის მარეკ მიხაილსკი გამვლელებმა იპოვეს. მათ სკამზე მწოლარე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს. ადგილზე მისულმა ექიმებმა მამაკაცი გარდაცვლილად ჩათვალეს და მისი "გვამი" პროზექტურაში გააგზავნეს.

მიხაილსკიმ დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გაიღვიძა და ყვირილი დაიწყო. ამასთან, მამაკაცი სპეციალურ ტომარაში იყო გახვეული.

პოლონელს განზრახული აქვს საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლოს, რადგან იგი მკვდარი ეგონათ და გვამების ტომარაში მოათავსეს. "საშინელებები მესიზმრება, თუ როგორ მჭრიან ექიმები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ცოცხალი ვარ და ჩემი გაკვეთა უნდათ",- ამბობს იგი.

საავადმყოფოში მის განცხადებას უპასუხეს, რომ ექიმები უბრალოდ საკუთარ სამუშაოს ასრულებდნენ - რეგლამენტის თანახმად, ტრანსპორტირებამდე გვამს ჰერმეტულ პაკეტში ათავსებენ.

მომზადებულია Metro-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს