"საფლავების და ეკლესიის ჩაძირვას აპირებენ, ქრისტიანები არიან ეგენი?!" - სვანები პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრებიან

"საფლავების და ეკლესიის ჩაძირვას აპირებენ, ქრისტიანები არიან ეგენი?!" - სვანები პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრებიან

სო­ფელ ხა­იშ­ში ხუ­დონ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მო­რიგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მიგ­ვეჩ­ქა­რე­ბო­და და გზას უთე­ნია და­ვა­დე­ქით. გზა­დაგ­ზა ნა­ხევ­რად აშე­ნე­ბუ­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი ხუ­დო­ნის პრო­ექ­ტის ძვე­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი გვხვდე­ბა. მა­ლე სო­ფელ ლალ­ხო­რა­ლის ტე­რი­ტო­რი­ას ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით. ამ სოფ­ლის მო­სახ­ლე­თა ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ მე-20 სა­უ­კუ­ნის 80-ი­ან წლებ­ში გა­და­ა­სახ­ლეს, რო­დე­საც საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწყ­ვი­ტა ჰე­სის მშენე­ბ­ლო­ბა. მათ შო­რის ზუ­რაბ გე­ლო­ვა­ნის ოჯა­ხიც იყო. ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი ნა­მო­სახ­ლარს გვიჩ­ვე­ნებს და გვიხ­სნის რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნ­და აშენ­დეს მთა­ვა­რი კაშ­ხა­ლი. ჩვენ წინ უზარ­მა­ზა­რი მთაა აღ­მარ­თუ­ლი, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჰე­სის მშე­ნე­ბ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­გუ­ბე­ბუ­ლი წყლის დო­ნე ამ მთის შუ­ა­წელს მი­აღ­წევს და მთელ ხე­ო­ბას და­ფა­რავს.

ზუ­რაბ გე­ლო­ვა­ნი:

- ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს გა­ა­ყალ­ბეს გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი. საქ­მე ისა­ა, რომ ამ ად­გი­ლებ­ში ენ­გუ­რის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო კია კლდო­ვა­ნი, მაგ­რამ მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო ნა­შა­ლი მი­წა­ა, შე­გიძ­ლი­ათ თქვენ თვი­თონ ნა­ხოთ, ად­გილ­-ად­გილ რო­გორ არის მი­წა დაძ­რუ­ლი და ჩა­მოშ­ლი­ლი. აქა­უ­რო­ბა წყლის მა­სის და­წო­ლას გა­უძ­ლებს?! ჯან­და­ბას ჩვე­ნი თა­ვი, გა­დაგ­ვა­სახ­ლე­ბენ, მოგ­ვცე­მენ ალ­ბათ გარ­კვე­ულ კომ­პენ­სა­ცი­ას, მაგ­რამ ჩემს ძმებ მეგ­რე­ლებ­სა და და­ნარ­ჩენ საქ­ართ­ვე­ლოს მივ­მარ­თავ: ერ­თხე­ლაც რომ აიშ­ვას ამ წყალ­მა თა­ვი, ხომ უნ­და წა­ლე­კოს მთე­ლი სა­მეგ­რე­ლო და და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლო. კა­ლა­ძეს რომ და­უ­ჟი­ნი­ა, მა­ინც აშენ­დე­ბა­ო, ერ­თხელ მა­ინც იყო ჩა­მო­სუ­ლი, ნა­ხა აქა­უ­რო­ბა?! არა­ვინ კითხ­უ­ლობს ჩვენს აზრს. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო და, ჩვენს ზურგს უკან ჩვე­ნი კუთ­ვნი­ლი მი­წე­ბი ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს გა­დას­ცა, მე­რე კი­დევ ამ ვი­თომ ინ­ვეს­ტორს 1 დო­ლა­რად აჩუ­ქა. ხატ­ზე და­ვი­ფი­ცეთ და უკან აღარ და­ვი­ხევთ.

ხა­იშ­ში ჩა­სუ­ლებს ხალ­ხმრავ­ლო­ბა გვხვდე­ბა, თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხა­ი­შის წ­მინდა გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში შეკ­რე­ბი­ლან. ხა­ი­შელ­თა მი­ერ ხატ­ზე და­დე­ბულ ფიცს ახ­ლა უკ­ვე მეს­ტი­ის სხვადას­ხვა თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც უერ­თდე­ბი­ან და თა­ვის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ხე­ლმო­წე­რით ადას­ტუ­რე­ბენ.

ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი მა­მა დე­მეტ­რე:

- ამ ტაძ­რის სა­ძირ­კვე­ლი მე-12 სა­უ­კუ­ნი­სა­ა, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თურ­მე უნ­და ჩა­ძი­რონ. კა­ლა­ძეს ისიც უთ­ქვამს, ტა­ძარს გა­და­ვი­ტან­თო, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­მა­ა, ვის გა­უ­გია ტაძ­რის გა­და­ტა­ნა?! ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ, მთლი­ა­ნად სვა­ნეთ­მა ხმამა­ღლა თქვა, რომ ჰე­სი არ უნ­და აშენ­დეს. დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ამას გა­ით­ვალ­ის­წი­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. სა­ერ­თოდ ასე­თი რამ - მა­სობ­რი­ვად ხატ­ზე და­ფი­ცე­ბა - სვა­ნეთ­ში დი­დი ხა­ნია არ ყო­ფი­ლა, ხალ­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ასე მოქ­ცე­უ­ლი­ყო.

ეკა კვი­ცი­ა­ნი:

- ჩვენ სო­ფელ ბე­ჩო­დან ჩა­მო­ვე­დით და გვერ­დით ვუდ­გა­ვართ ხა­ი­შე­ლებს, რად­გან ეს მარ­ტო მა­გა­თი პრობ­ლე­მა არ არის. ეს ჰე­სი მთლი­ა­ნად შეც­ვლის ჩვენს ისე­დაც მძი­მე ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებს. ენ­გურ­ჰეს­მა რაც ვერ დაგ­ვაკ­ლო, ეს აა­ნაზღ­ა­უ­რებს ალ­ბათ..

ეკ­ლე­სი­ის ეზოს ერთ მხა­რეს სვა­ნი მა­მაკა­ცე­ბი შეკ­რე­ბი­ლან და ლოც­ვის ტრა­დი­ცი­ულ რი­ტუ­ალს ას­რუ­ლე­ბენ:

ირაკ­ლი იო­სე­ლი­ა­ნი:

- ვლო­ცუ­ლობთ, რომ ჩვე­ნი საქ­მე უკე­თე­სად წა­ვი­დეს. რომ შეგ­ვეშ­ვე­ლოს ღმერ­თი და მო­ვა­ხერ­ხოთ ჩვე­ნი სახ­ლ-კა­რი­სა და მი­წა-­წყლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. მოგ­ვცეს უფალ­მა ძა­ლა, რომ და­დე­ბუ­ლი ფი­ცი შე­ვას­რუ­ლოთ. ამ ჩვენს ტა­ძარს ხომ ხე­დავთ? ჩა­ვი­კე­ტე­ბით ამ ტა­ძარ­ში და მას­თან ერ­თად დაგ­ვძი­რონ ან ჩაგ­ვხო­ცონ და ჩაგ­ვა­ტა­ნონ ამ მშე­ნებ­ლო­ბას. აქა­უ­რო­ბას ცოცხ­ა­ლი თა­ვით არ დავ­თმობთ.

აქ­ცია ხა­ი­შის ცენ­ტრში გრძელ­დე­ბა, სიტყ­ვით გა­მო­დი­ან რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი, ასე­ვე ხა­ი­შელ­თა მხარ­და­სა­ჭე­რად ჩა­სუ­ლი სტუმ­რე­ბი.

ნი­ნო ჩხო­ბა­ძე, "მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბის" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე:

- გე­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი­დან, რა­საც ჩვენ ვხე­დავთ, მი­მაჩ­ნი­ა, რომ საფ­რთხე ძა­ლი­ან მა­ღა­ლი­ა. გი­გან­ტუ­რი კაშ­ხლის მშე­ნებ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს ეკო­სის­ტე­მე­ბის რღვე­ვას, ტყე­ე­ბის გაქ­რო­ბას, მეწყ­რე­ბი­სა და ღვარ­ცო­ფე­ბის საფ­რთხის ზრდას. სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი ისე­დაც მძი­მე­ა, ის ზი­ა­ნი, რაც ქვე­ყა­ნას ამით მი­ად­გე­ბა, ნამ­დვილად გა­და­ფა­რავს იმ ეკო­ნო­მი­კურ მო­გე­ბას, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ელის.

ღამ­დე­ბა, უკ­ვე გვა­რი­ა­ნად ცი­ვა, აქ­ცია ნელ­-ნე­ლა იშ­ლე­ბა, მოწყ­ე­ნი­ლი ხა­ი­შე­ლე­ბი ტო­ვე­ბენ სოფ­ლის ცენტრს. ღრმად მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი მი­ახ­ლოვ­დე­ბა და აც­რემ­ლე­ბუ­ლი მე­უბ­ნე­ბა:

- საფ­ლა­ვე­ბისა და ეკ­ლე­სი­ის ჩა­ძირ­ვას აპი­რე­ბენ, ქრის­ტი­ა­ნე­ბი არი­ან ეგე­ნი?! ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი მანდ მყავს და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი, ახ­ლა სადღა უნ­და წა­ვი­დე, ჩვენ­მა კა­ცებ­მა ხატ­ზე და­ი­ფი­ცეს, აღარ გა­დათ­ქვა­მენ, ნე­ტავ, მა­ნამ­დე მოვ­კვდე­ბო­დე, ვიდ­რე კი­დევ რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­დე­ბა...

დღეს არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტით, ჰე­სის სიმ­ძლავ­რე 702 მე­გა­ვა­ტი იქ­ნე­ბა. კაშ­ხლის მშე­ნებ­ლო­ბით და­იტ­ბო­რე­ბა 528 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რი­ა. 14 და­სახ­ლე­ბი­დან გახ­დე­ბა სა­ჭი­რო მო­სახ­ლე­ო­ბის გა­სახ­ლე­ბა. აქე­დან ოთხი სო­ფე­ლი - ხა­ი­ში, გაღ­მა ხა­ი­ში, და­კა­რი და ტო­ბა­რი სრუ­ლად და­იტ­ბო­რე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი და­სახ­ლე­ბე­ბი­დან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ოჯახს გა­ა­სახ­ლე­ბენ. სულ, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2000-ზე მეტ ადა­მი­ანს მო­უ­წევს საცხ­ოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია