ლი­კა ლა­ბა­ძის და­კარ­გუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

ლი­კა ლა­ბა­ძის და­კარ­გუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მო­ცეკ­ვა­ვე და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლი­კა ლა­ბა­ძე­ა. რატომ ხდე­ბა ლი­კა მუდ­მი­ვად ჭო­რე­ბის ობი­ექ­ტი, ინტერვიუდან შეიტყობთ.

- რა ხდე­ბა შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში? შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- ვერ ვიც­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის, რად­გან სულ ვმუ­შა­ობ. შეყ­ვა­რე­ბული არ ვარ, მაგ­რამ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ.

- გე­ნო მა­ლა­ზო­ნიაა ეს ადა­მი­ა­ნი?

- არ არის გე­ნო მა­ლა­ზო­ნი­ა. ყვე­ლა ჭორს აქვს რაღაც სა­ფუძ­ვე­ლი. ალ­ბათ ერ­თად დაგ­ვი­ნა­ხეს მე და გე­ნო და ასე ამიტომ თქვეს, ამ ბო­ლო დროს კი ვრცელ­დე­ბა ჭო­რი, თით­ქოს პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, არც ესაა სი­მარ­თლე.

- კიდევ იმას ამბობენ, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გათხ­ო­ვი­ლი იყა­ვი და ამას მა­ლავ...

- ეს ჭო­რი სა­ი­დან წა­მო­ვი­და, არ ვი­ცი... ალ­ბათ იქი­დან, რომ გათხ­ო­ვე­ბას მარ­თლა ვა­პი­რებ­დი, თუმ­ცა ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ ეს უაზ­რო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო.

- ვინ იყო შე­ნი საქ­მრო?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე წლის წინ მოხ­და. მა­შინ ცო­ტა მძი­მე პე­რი­ო­დი მქონ­და. ვხვდე­ბო­დი, რომ ბა­ლე­ტი აღარ მინ­დო­და, სხვა საქ­მე­ში კი, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი მცდე­ლო­ბი­სა, არ მი­მარ­თლებ­და, თით­ქოს არც სიყ­ვა­რუ­ლი ჩან­და და ამ დროს ჩემს ნაც­ნობ­თან გა­ვი­ცა­ნი ამე­რი­კი­დან ჩა­მო­სუ­ლი ბი­ჭი, არ მინ­და სა­ხე­ლი­სა და გვა­რის და­სა­ხე­ლე­ბა. ერ­თმა­ნე­თი მოგ­ვე­წო­ნა, თა­ნაც იმ თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რა­საც მე მა­მა­კაც­ში ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე მე­გო­ნა, რომ ეს ჩე­მი ბე­დი იყო და უნ­და გავ­თხო­ვი­ლი­ყა­ვი. უერ­თმა­ნე­თოდ გვი­ჭირ­და, თან მან­ძი­ლი გვა­შო­რებ­და და ან უნ­და გაგ­ვეწყ­ვი­ტა ურ­თი­ერ­თო­ბა, ან მე უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი ამე­რი­კა­ში, რად­გან ის 10 წლი­დან იქ ცხოვ­რობ­და, მუ­შა­ობ­და. გა­დავ­წყვი­ტე, ყვე­ლა­ფე­რი - პრო­ფე­სი­ა, მიზ­ნე­ბი, დე­და, ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა და მას­თან ერ­თად წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ რა­ღა­ცის­გან გაქ­ცე­ვა მინ­დო­და და თავს ვა­ჯე­რებ­დი, რომ მიყ­ვარ­და, აბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე მოკ­ლე დრო­ში ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო? ჩვე­ნი ამ­ბა­ვი უკ­ვე ყვე­ლამ იცო­და, და წე­სით და რი­გით, ბო­ლო სე­ზო­ნი უნ­და მქო­ნო­და თე­ატ­რში, მა­ნამ­დე 2-თვი­ან გას­ტროლ­ზე წა­ვე­დი ია­პო­ნი­ა­ში და იქ სა­ში­ნე­ლე­ბა და­მე­მარ­თა: სცე­ნა­ზე ცეკ­ვი­სას ფე­ხი მო­ვი­ტე­ხე, ტერ­ფი სამ ად­გი­ლას ჩა­მიტყ­და... 7 კვი­რა თა­ბა­შირ­დადე­ბუ­ლი ვი­წე­ქი, ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ია­პო­ნი­ა­ში იყო, ახ­ლობ­ლე­ბი - სამ­სა­ხურ­ში, სულ მარ­ტო ვი­ყა­ვი, ერ­თი სუ­ლი მქონ­და, დე­და სამ­სა­ხუ­რი­დან მა­ლე მო­სუ­ლი­ყო, იმ სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბის გახ­სე­ნებაც არ მინ­და.

- შე­ნი რჩე­უ­ლი სად იყო ამ მძი­მე დღე­ებ­ში?

- ის ამე­რი­კა­ში იყო, დღე-­ღა­მის ცვლი­ლე­ბი­სა და მი­სი გრა­ფი­კის გა­მო იშ­ვი­ა­თად ვა­ხერ­ხებ­დით სა­უ­ბარს. სწო­რედ მა­შინ აგ­ვე­რია ურ­თი­ერ­თო­ბა.

დღემ­დე მახ­სოვს ჩვე­ნი ბო­ლო შეხ­ვედ­რა. და­სი რომ ჩა­მო­ვი­და ია­პო­ნი­ი­დან, მა­ლე­ვე იყო ამე­რი­კის გას­ტრო­ლი, ძა­ლი­ან მინ­დო­და წას­ვლა, თუმ­ცა ჩე­მი მო­ტე­ხი­ლი ფე­ხის გა­მო შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ასე მა­ლე მე­ცეკ­ვა... მაგ­რამ ადა­მი­ანს თუ უნ­და, ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებს. მოს­კო­ვის ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ­ში გაგ­ზავ­ნი­ლი ჩე­მი რენ­ტგე­ნის სუ­რა­თი რომ ნა­ხეს, ასე­თი ტრავ­მით ასე მა­ლე ვე­რა­ვინ იცეკ­ვებ­სო, თქვა ექიმ­მა, თუმ­ცა შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რი­ა­ო, - დას­ძი­ნა. ასე რომ, თა­ბა­ში­რის მოხ­სნის შემ­დეგ, 3 დღე­ში ვარ­ჯი­ში და­ვიწყე და 3 კვი­რა­ში თვით­მფრი­ნავ­ში ვი­ჯე­ქი სხვა ბა­ლე­რი­ნებ­თან ერ­თად, აი, რას არ გა­გა­კე­თე­ბი­ნებს სიყ­ვა­რუ­ლი...

- შეხ­ვდით ამე­რი­კა­ში?

- დი­ახ... გა­მომგზავრების დღეს კი ერ­თმა­ნეთს გა­და­ვეხ­ვი­ეთ და რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნად და უსიტყ­ვოდ ჩავ­ხე­დეთ ერ­თმა­ნეთს თვა­ლებ­ში, შემ­დეგ ის მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და, ღრმად ამო­ი­სუნ­თქა და დი­დი სის­წრა­ფით და­იძ­რა. სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს და იმ წამს გა­ვი­ფიქ­რე, რომ ეს ჩვე­ნი ბო­ლო შეხ­ვედ­რა იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ქორ­წი­ლი გვქონ­და და­გეგ­მი­ლი...

- რა მოხ­და შემ­დეგ, სა­ბო­ლო­ოდ რო­დის გა­დაწყ­ვი­ტეთ და­შო­რე­ბა?

- არ ვი­ცი, ნელ­-ნე­ლა გა­ცივ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ თავს ვატყ­უ­ებ­დი, თით­ქოს მიყ­ვარ­და, თუმ­ცა მა­შინ ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, სა­ში­ნე­ლი დეპ­რე­სია და­მეწყ­ო, ად­გილს ვე­ღარ ვპო­უ­ლობ­დი, ყვე­ლა­ზე ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი ის იყო, რომ გვერ­დში ის ადა­მი­ა­ნი აღარ მყავ­და, ვის­თა­ნაც ვა­პი­რებ­დი ცხოვ­რე­ბა და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა...

- მას შემ­დეგ აღარავინ შეგ­ყვა­რე­ბი­ა?

- რო­გორ არა, შემ­ყვა­რე­ბია და უფ­რო ძლი­ე­რა­დაც, ამ სიყ­ვა­რულ­ზეც აუ­ცი­ლებ­ლად ავ­ლა­პა­რაკ­დე­ბი ერ­თხელ, თუმ­ცა ახ­ლა არა... ხში­რად მე­კითხ­ე­ბი­ან მეც და თურ­მე ჩემს მე­გობ­რებ­საც, რა­ტომ არ ვთხოვ­დე­ბი. არ მეს­მის, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ არის ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი გათხ­ო­ვე­ბა. ერ­თი ის ვი­ცი, რომ გათხ­ო­ვე­ბას ძნე­ლად გა­დავ­წყვეტ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება