საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი მოქალაქეები

საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი მოქალაქეები

საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი მოქალაქეების რაოდენობა ცნობილია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 18 892 ფიზიკური პირის წლიური შემოსავალი, რომლებმაც დეკლარაცია შეავსეს, 40 000 ლარს აღემატება.

იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებმაც უწყებას ქონების დეკლარაცია ჩააბარეს 98 430 -ს შეადგენს. აქედან, 79 538 პირის წლიური შემოსავალი 40 000 ლარამდეა. 14 252 ოჯახის შემოსავალი წელიწადში 40 000-დან 100 000 ლარამდეა. ხოლო, 4 640 ფიზიკური პირის წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება.

როგორც ცნობილია, კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1-ლი ნოემბრისა.

ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ორი ნოემბრიდან, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2013 წლის დეკლარაცია დაგვიანებით,  371-მა გადამხდელმა წარმოადგინა და ეს პროცესი გრძელდება.

ანა მარშანია, ამბები.ge

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ