ნანა ნებიერიძე: ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობა ჩემ­თვის დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა

ნანა ნებიერიძე: ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობა ჩემ­თვის დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა

უკ­ვე მე­სა­მე სე­ზო­ნია, რაც ტე­ლე­ე­თე­რით პრო­ექ­ტი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­დის და შოუ პოპულარობას არ კარ­გავს. წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა, რად­გან პრო­ექ­ტში სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნლები მო­ნა­წი­ლე­ობენ ვარ­სკვლა­ვის რან­გში, მათ შო­რის სპორ­ტსმე­ნე­ბიც. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ნა­ნა ნე­ბი­ე­რი­ძე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი წყალ­ში მხტო­მე­ლი­ა, არის სიდ­ნე­ის ოლიმ­პი­ა­დის პრი­ზი­ო­რი, შემ­დეგ მუ­შა­ობ­და ჟურ­ნა­ლის­ტად, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა სწო­რედ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გა­იც­ნო.

-  ნა­ნა, რა­ტომ და­თან­ხმდით პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

-  სპორ­ტსმე­ნი ვარ, ვმუ­შა­ობ­დი ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკ­ში". რო­ცა ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი, რად­გან ჩემ­თვის ეს დი­დი გა­მოწ­ვე­ვა იყო. პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბას ბავ­შვო­ბი­დან მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, ამი­ტომ მთე­ლი დღე რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ყოფ­ნა ჩემ­თვის დამ­ღლე­ლი არ არის. ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტის მი­ზა­ნი პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბა­ა, მეც ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ ამის­თვის, ხალ­ხის­გა­ნაც დიდ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ, "ფე­ის­ბუქ­ზე" მწე­რენ, ზო­გი­ერ­თი რჩე­ვებ­საც მაძ­ლევს. ვნა­ხოთ, გა­ვალ თუ არა ფი­ნალ­ში.

-  გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე გახ­დით ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის სიმ­პათი­ის ობი­ექ­ტი, რო­გორ გა­მო­ხა­ტა­ვენ ამას?

-  ვერ გეტყ­ვით, რო­გორ გა­მო­ხა­ტა­ვენ, რად­გან შე­ხე­ბა არა­ვის­თან არ მქო­ნი­ა. მყავს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც თავს ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ. ის ერ­თი წლის წინ გა­ვი­ცა­ნი, მა­ნამ­დე ერ­თი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლის არ მჯე­რო­და, მაგ­რამ რო­ცა ჩემს რჩე­ულს შევ­ხვდი, მივ­ხვდი, რომ ის "ის" იყო. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. ადა­მი­ანს რო­ცა და­ი­ნა­ხავ, უნ­და მიხ­ვდე, რომ შე­ნია და ასე მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც. ჩე­მი რჩე­უ­ლი ვინ არის - არ და­ვა­სა­ხე­ლებ, მას აქვს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ა, ყვე­ლა­ზე ძლიერი ადა­მი­ა­ნი­ა.

-  პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­ა?

-  არა, რა თქმა უნ­და. მყავს 19 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, მე­უღ­ლეს 17 წლის წინ დავ­შორ­დი, ახ­ლა ის საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს. ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მიდ­გას გვერ­დში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კონ­კურ­სის დღეს ჩემ­ზე მე­ტად ნერ­ვი­უ­ლობს. მი­სი მხარ­და­ჭე­რა ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა.

-  სპორტს სა­მუ­და­მოდ ჩა­მოსცილ­დით?

-  კი, ასე­ა. სიდ­ნე­ის ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რი სპორ­ტით აღარ ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. წყა­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რო­ცა ვხე­დავ, მა­კან­კა­ლებს. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პრო­მო­ში არის ერ­თი ეპი­ზო­დი, სა­დაც გო­გო­ნა იახ­ტი­დან ხტე­ბა წყალ­ში, ამ­ბო­ბენ თით­ქოს ეს კად­რი ფილ­მი­დან არის ამო­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში მე ვარ ის გო­გო. ღა­მის 11 სა­ათ­ზე გა­და­ვი­ღეთ ეს ეპი­ზო­დი. ესაა ჩე­მი მთა­ვა­რი პრო­ფე­სია - წყალ­ში ხტო­მა.

-  გე­მოვ­ნე­ბი­ან­ ქა­ლად გთვლი­ან, თა­ვა­დაც ასე ფიქ­რობთ?

-  (ი­ცი­ნის) დი­დი მად­ლო­ბა, ვინც ასე ფიქ­რობს. მე ჩე­მი სტი­ლი მაქვს. არ ვარ მა­ინ­ცდა­მა­ინც ბრენ­დე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი. მთა­ვა­რი­ა, კარ­გი ხა­რის­ხის ფეხ­საც­მე­ლი მეც­ვას, რად­გან მთე­ლი დღე ფეხ­ზე ვდგა­ვარ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ ფე­ხი კომ­ფორ­ტუ­ლად მქონ­დეს.

-  ფორ­მას რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ?

-  გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ვა­კე­თებ, არ მი­ვირ­თმევ ცო­მე­ულს, მუდ­მი­ვად ვვარ­ჯი­შობ და ამით ვი­ნარ­ჩუ­ნებ ფორ­მას.

-  რას ურ­ჩევ ქარ­თველ ქა­ლებს?

-  ვურ­ჩევ, ხში­რად გა­ი­ღი­მონ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა მათ ცხოვ­რე­ბა­ში.

მოამზადა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

”ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობა ჩემ­თვის დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება