ზურაბ ჭიაბერაშვილი - "არ ღირს წუწუნი იმაზე, რა ვერ შეძელი და რა ვერ გააკეთე"

ზურაბ ჭიაბერაშვილი - "არ ღირს წუწუნი იმაზე, რა ვერ შეძელი და რა ვერ გააკეთე"

"არ ღირს წუწუნი იმაზე, რა ვერ შეძელი და რა ვერ გააკეთე", - წერს "ფეიბსუქის" საკუთარ გვერდზე ზურაბ ჭიაბერაშვილი. თბილისის ყოფილი მერი და კახეთის ყოფილი გუბერნატორი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განუხორციელებელი მიზნების გამო არ წუხს და თავს იმით იმშვიდებს, რომ ბრძოლა გრძელდება.

"მშვიდად ვარ.

ისეთ საზოგადოებაში რომ მეცხოვრა, სადაც შესაძლებლობები მოცემულია და ცხოვრების გზები - გაკვალული, შეიძლება უკმაყოფილების განცდა მქონოდა, რომ მეტი ვერ შევძელი.

როცა გზის გაკვალვა გიწევს, როცა იმისთვის იბრძვი, რომ (შემდეგი თაობისათვის) შესაძლებლობები გაჩნდეს, ძალიანაც არ ღირს წუწუნი იმაზე, რა ვერ შეძელი და რა ვერ გააკეთე.

ეს სიმშვიდე გაჩერებას არ ნიშნავს. ბრძოლა გრძელდება", - წერს ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ, ზურბ ჭიაბერაშვილი ვარდების რევოლუციის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. 2004-2005 წლებში იყო თბილისის მერი.

2005-2010 წლებში იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში. 2011-12 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინში. 2012 წელს ორი თვის განმავლობაში ეკავა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა. იმავე წლის ოქტომბერში დაინიშნა კახეთის გუბერნატორად.

2013 წლის 21 მაისს პროკურატურამ ზურაბ ჭიაბერაშვილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, საქართველოს ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილთან ერთად დააკავა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს