"მის სტუდენტური სახე 2013"

"მის სტუდენტური სახე 2013"

სოფო სულაძე ახლახან "მის სტუდენტური სახე 2013" გახდა. პროფესიით დიპლომატია. ძირითად დროს სწავლას უთმობს, თუმცა, ამბობს, რომ თუ სამოდელო სფეროში მისი საქმიანობა წარმატებით გაგრძელდება, შესაძლებელია, მთავარ პროფესიად მოდელობა აირჩიოს.

- ჩემი გამარჯვება, ფოტოგრაფ ირაკლი ღუღუნიშვილის გარდაცვალების გამო, თითქმის არ მიგრძნია. ირაკლი კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, თუმცა, მასთან ისედაც ვმეგობრობდი. After party-ზე ერთად წავედით, ტორტი ერთად გავჭერით. ის ჟიურის წევრი იყო და ჩემი წარმატება უხაროდა.

- კონკურსამდე მოდელი იყავი?

- მოდელი არ ვიყავი, უბრალოდ, რამდენიმე ჩვენებაში ვმონაწილეობდი. კავკასიის უნივერსიტეტში ვსწავლობ. კასტინგში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 600 გოგონა მონაწილეობდა, საიდანაც 25 გოგონა შეირჩა. ზაფხულში 10 დღე ანაკლიაში ვიყავით, სადაც რეპეტიციებთან ერთად რამდენიმე კონკურსი ჩავატარეთ. მაშინ გამოვლინდა 4 გამარჯვებული: "მის ტალანტი", "მის მეგობრობა", "მის ინტელექტი" და "მის მოდელი". თუმცა, მათი ვინაობა ჟიურიმ არ გაგვიმხილა, ეს მხოლოდ კონკურსის ბოლო დღეს გაცხადდა. მხოლოდ "მის მეგობრობის" ვინაობა ვიცოდით, რადგან თავად მონაწილეებმა ავირჩიეთ.

- ჟიურის წევრებმა თქვეს, რომ პირველივე დანახვისთანავე მათი ფავორიტი გახდი. როგორ ფიქრობ, გარდა სილამაზისა, რით გამოგარჩიეს სხვა კონკურსანტებისგან?

- ცოტა უხერხულია ჩემგან ამის აღნიშვნა, მაგრამ გეტყვით, რომ ეს არ იყო მხოლოდ სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! შემფასებელი კონკურსი. გარეგნულ მონაცემებთან ერთად ინტელექტი და სპორტული შესაძლებლობებიც ფასდებოდა. დიპლომატიურზე ვსწავლობ, ძირითად დროს სწავლას ვუთმობ. არასოდეს მეცალა მოდელობისთვის, მაგრამ ძალიან შევეჩვიე რეპეტიციებს. თანაც, ჩვენმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნათია ცაბუტაშვილმა ლიცენზია ორ საერთაშორისო კონკურსზე აიღო და მე, როგორც გამარჯვებულს, ამ კონკურსებზე გამგზავრება მომიწევს. არ გამოვრიცხავ, ბოლომდე მივყვე მოდელობას. ყველაფერი შემდგომ წარმატებებზეა დამოკიდებული.

- კონკურსის შემდეგ რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

- ყველა მცნობს, მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე სხვა იმიჯი მქონდა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ფოტოგრაფისგან მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. ნოემბერში საქართველოს მოდის კვირეული იწყება. კონკურსის დროს ფეხი დავიზიანე. თაბაშირში მქონდა, ანაკლიაშიც ყავარჯნებით ვიყავი. თაბაშირი კონკურსამდე 4 დღით ადრე მოვიხსენი. ძალიან მტკიოდა. ასე რომ, კონკურსის მსვლელობისას ვიღიმოდი, მაგრამ ფეხი ძალიან მაწუხებდა... კიდევ, ტელევიზიებში სხვადასხვა შოუსა და გადაცემაში მიწვევენ.

- შენს ახალ საქმიანობას ოჯახის წევრები როგორ ეკიდებიან?

- გაუკვირდათ, მაგრამ კარგად მიიღეს. ჩვენებებში დედაც ხშირად მონაწილეობს, თუმცა მოდელი არ არის. დედა ძალიან მგულშემატკივრობს და ჩემი გამარჯვებაც დედას დამსახურებაა. რაც შეეხება მამას, ჩემი გამარჯვება მისთვის დიდი ბედნიერება იყო და მიხარია, რომ ეს ბედნიერება მივანიჭე.

- შეყვარებული გყავს? კონკურსის შემდეგ თაყვანისმცემლების რიცხვი გაიზარდა?

- საყვარელი ადამიანი არ მყავს. თაყვანისმცემელთა რიცხვი კი იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე ველოდი. მანამდეც მრავლად იყვნენ, მაგრამ ახლა უფრო მომრავლდნენ...

- როგორმა მამაკაცმა შეიძლება მიიპყროს შენი ყურადღება?

- ვერ ვიტყვი, რომ მამაკაცის ერთმა კონკრეტულმა თვისებამ შეიძლება მიიპყროს ჩემი ყურადღება. თუმცა, აუცილებელია, იყოს ღირსეული, თბილი, ყურადღებიანი და ქალის პატივისცემა იცოდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- მისი გარეგნობა შენს ფიზიკურ მონაცემებს უნდა შეესაბამებოდეს?

- რა თქმა უნდა (იცინის). აუცილებელი პირობაა, რომ ჩემი სიმაღლის მაინც იყოს, თუ მეტი არა.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება