მეცნიერებმა ყავის სმისთვის საუკეთესო დრო დაასახელეს

მეცნიერებმა ყავის სმისთვის საუკეთესო დრო დაასახელეს

ამერიკელი ნევროლოგები ირწმუნებიან, რომ ყავისგან ოპტიმალური ეფექტის მისაღებად იგი 9:30-დან 11:30 საათამდე უნდა დალიოთ, ან გაღვიძებიდან არანაკლებ ერთი საათის შემდეგ.

კოფეინი ჰორმონ კორტიზოლთან ურთიერთმოქმედებაშია, რომელიც "შინაგანი საათის" დარეგულირებას უწყობს ხელს და ყურადღებას აძლიერებს. კორტიზოლის დონე გაღვიძების შემდეგ თავისთავად მაღალია. მაღალი იგი კიდევ ერთი საათი დარჩება. როგორც წესი, ამ ჰორმონის აქტივობის პიკი დილის 8-დან 9 საათამდეა.

მერილენდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უნივერსიტეტის სპეციალისტი, სტივენ მილერი ყავის მოყვარულებს ყავის სმას მაშინ ურჩევს, როცა კორტიზოლის ექსპრესიის პიკი გასულია. წინააღმდეგ შემთხვავაში, შესაძლოა კოფეინისადმი იმუნუტეტი გამომუშავდეს. ამ მიზეზით ადამიანს დალეული ყავის მოცულობის გაზრდა მოუწევს, რომ ეფექტი მიიღოს. შედეგად, გაღვიძებისთანავე ყავის სმა შესაძლოა მავნე იყოს.

კორტიზოლი, რომელიც სტრესის დროს დიდი რაოდენობით გამომუშავდება, ენერგეტიკული რეზერვების გლუკოზაში გარდაქმნას ეხმარება, რომლის გამოყენებაც უკვე უჯრედებს შეუძლიათ. დილით აღნიშნული პროცესი ადამიანს გაღვიძებაში ეხმარება, მაგრამ ამასთან, იგი შიმშილს ამძაფრებს. რიგმა კვლევებმა აჩვენა, რომ დღის მეორე ნახევარში, მსუყე სადილის შემდეგ ყავის გამოყენებას ყურადღების დაქვეითების კომპენსირება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ კორტიზოლი ექსპრესიის პიკს არა მხოლოდ დილით აღწევს. ის ასევე 12:00-დან 13:00-მდე და 17:30-დან 18:30-მდე აღინიშნება. ყოველ შემთხვევაში, ყავის სმისთვის საუკეთესო დრო ადამიანის ძილის რეჟიმისა და გაღვიძების დროის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს