არქიმანდრიტ ბართლომეს საეკლესიო სასჯელი დაედო

არქიმანდრიტ ბართლომეს საეკლესიო სასჯელი დაედო

საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტ ბართლომეს (ფირცხალაიშვილი) მიერ რამდენიმე დღის წინ დადებულ წყევლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნულის გამო მას ეპიტემია (საეკლესიო სასჯელი, რომლის გამოტანის უფლება მხოლოდ მღვდელმთავარს აქვს; ეკლესიაში არსებული სულიერი მკურნალობის, გამოსწორების საშუალება, რომელიც ცოდვის გამო ინიშნება) დაედო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არქიმანდრიტს ეკლესიის და ქვეყნის დაცვის სურვილი ამოძრავებდა, თუმცა როგორც მღვდლობის ხარისხის მქონეს, არ ჰქონდა უფლება აღნიშნული თვითნებურად განეხორციელებინა.

"ინტერპრესნიუსი" საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა არქიმანდრიტ ბართლომეს (ფირცხალაიშვილი) მიერ დადებული წყევლა. მსგავსი ქმედება უკვე მეორედ განმეორდა. მართალია, ორივე შემთხვევაში მას ეკლესიის და ქვეყნის დაცვის სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ, როგორც მღვდლობის ხარისხის მქონეს, არა აქვს უფლება, ეს განახორციელოს თვითნებურად, რაც სერიოზული დარღვევაა და ამის გამო დაედო ეპიტემია.

ეკლესია ყოველთვის ლოცულობს საქართველოსთვის და ავედრებს ჩვენს ქვეყანას უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ანგელოზთა და წმიდათა დასს, რაც ბუნებრივია, გულისხმობს ჩვენს მფარველად და წინამბრძოლად ყოვლადწმინდა სამების და ზეციურ ძალთა მოხმობას.

უფალი ყველას მიაგებს საქმეთა მათთაებრ და დაუსჯელი არავინ დარჩება - არც ცილისმწამებელნი და არც ღვთისა და ქვეყნის მოღალატენი.

ასე, რომ, ღმერთის მსჯავრი ისედაც აღსრულდება თითოეულ ჩვენგანზე, ოღონდ როდესაც ესა თუ ის პიროვნება ზოგჯერ წყევლით ცდილობს დააჩქაროს უფლის სასჯელი, ამით იგი საფრთხეში იგდებს თავის თავსაც, რადგან თუ ის მართალი არ არის ღვთის წინაშე, თავად აღმოჩნდება უფლის სასჯელის ქვეშ", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ: "წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა!" - რატომ დაწყევლა სააკაშვილი მამა ბართლომემ (ექსკლუზივი)

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია