დათვზე მონადირეთა ჯგუფის 2 წევრი დაჯარიმდა

დათვზე მონადირეთა ჯგუფის 2 წევრი დაჯარიმდა

თელავის რაიონის სოფელ ფშაველში გამოვლენილი დათვზე მონადირეთა ჯგუფის 2 წევრი თელავის რაიონულმა სასამართლომ დააჯარიმა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ზურაბ ნასყიდაშვილს 2000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო ზურაბ ჩალაბაშვილს 1 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის შოთა სარიას განცხადებით, ჩალაბაშვილს გარემოსთვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდაც დაეკისრება.

შეგახსენებთ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და შსს-ს თანამშრომლებმა, სოფელ ფშაველში დათვებზე მონადირეთა ჯგუფი 6 ნოემბერს გამოავლინეს. თელავის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, ჯგუფის დანარჩენ წევრებს ნადირობაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ამიტომ ისინი პასუხისგებაში არ მისცეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა