ვაქირში ეგვიპტის მოქალაქეზე მიწის ნაკვეთის უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებენ

ვაქირში ეგვიპტის მოქალაქეზე მიწის ნაკვეთის უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებენ

სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის მოსახლეობა, 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ეგვიპტის მოქალაქეზე გასხვისებას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, მიწის ნაკვეთის ნაწილი მათ 10 წლის წინ ვაქირის საკრებულომ სამოსახლოდ გადასცა. საკრებულოს მომდევნო თავმჯდომარის შვილმა იორდიონ დავითაშვილმა კი, მამის მიერ იჯარით გადაცემული მიწა 2007 წელს აუქციონის წესით შეისყიდა. უძრავი ქონების ნასყიდობის სანოტარო ხელშეკრულების თანახმად, დავითაშვილმა 2013 წლის 10 ივნისს, მიწა შპს "რამბოს" მფლობელს, ეგვიპტის მოქალაქე მამდოფ გჰალ ზაქარია მანსიურს 10 000 დოლარად მიყიდა.

"მოცემული რატომ უნდა წამართვან? ჩემი რაც არის, დატოვონ და ხელს ნუ ახლებენ. ახალ მფლობელს უთქვამს, პატარა ფერმა უნდა გავაკეთო და 5 სული ძროხა უნდა მყავდესო, 5 ძროხას ამხელა ტერიტორია რად უნდა? რა ვიცი გულში რა აქვს? სოფელში სასაფლაო აღარ გვაქვს, ძველ სასაფლაოზე ისეთი მდგომარეობაა, რომ ერთი-მეორეს ზედ ასვენებენ, იქნება ეს ტერიტორია რაში დაგვჭირდეს", - აცხადებენ ვაქირელები.

უკანონოდ გაყიდული მიწების საქმის გამოძიების მოთხოვნით, ვაქირის მოსახლეობამ სიღნაღის რაიონულ პროკურატურას 14 აგვისტოს მიმართა. თუმცა ადგილობრივები სიღნაღის სამმართველოს გამოძიებას არ ენდობიან და პროკურატურისთვის მიმართვას კვლავ აპირებენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა