სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ცუ­ლი ტუ­რი­ნის სუ­და­რის ას­ლის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ცუ­ლი ტუ­რი­ნის სუ­და­რის ას­ლის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა

ახალ­ქა­ლაქ­ში, მღვდელ­მთავ­რის რე­ზი­დენ­ცი­ის ეზო­ში, სა­გან­გე­ბოდ აშე­ნე­ბულ ეკ­ვდერ­ში ტუ­რი­ნის სუ­და­რის ზუს­ტი ას­ლია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. ტუ­რი­ნის სუ­და­რა არის ქსო­ვი­ლი, რო­მელ­შიც მაცხ­ო­ვა­რი ჯვარ­ცმის შემ­დეგ შე­ახ­ვი­ეს. უფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მე­სა­მე დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას, საფ­ლავ­ზე მი­სულ მე­ნელ­საცხ­ებ­ლე დე­დებს საფ­ლავ­ში სწო­რედ ეს სუ­და­რა დახ­ვდათ - ასე­თია სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი მო­ნათხ­რო­ბი მაცხ­ოვ­რის მკვდრე­თით აღ­დგო­მის შე­სა­ხებ.

ტუ­რი­ნის სუ­და­რის ას­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მობ­რძა­ნე­ბი­სა და სუ­და­რა­ზე მი­სი მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს ეპარ­ქი­ის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ­მა ნი­ნო მურ­ცხვა­ლა­ძემ მოგ­ვითხ­რო.

მი­სი­ვე თქმით, ტუ­რი­ნის სუ­და­რის ას­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ ნი­კო­ლო­ზის (ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი) ძა­ლის­ხმე­ვით ჩა­მო­აბ­რძა­ნეს. მან ამ თხოვ­ნით ტუ­რი­ნის სუ­და­რის კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელს, დე­კა­ნოზ ჯუ­ზე­პე გი­ბერ­ტის 2008 წელს იტა­ლი­ა­ში, ტუ­რინ­ში ყოფ­ნის დროს მი­მარ­თა. ვი­ნა­ი­დან თა­ვად სუ­და­რა სპე­ცი­ა­ლურ სკივ­რში ინა­ხე­ბა და მას 25 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ან გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­აბ­რძა­ნე­ბენ, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზს უფ­ლის სუ­და­რის მო­ლოც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცა. იტა­ლი­ელ­მა დე­კა­ნოზ­მა პი­რო­ბა მის­ცა ქარ­თველ მღვდელ­მთა­ვარს, რომ ტუ­რი­ნის სუ­და­რის ზუსტ ასლს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­ამ­ზა­დებ­და. მან პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა.

კა­თო­ლი­კოს­-პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-­კურ­თხე­ვით, ტუ­რი­ნის სუ­და­რის ას­ლი ახალ­ქა­ლაქ­ში ჩა­მო­აბ­რძა­ნეს და 2010 წელს მის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად აშე­ნე­ბულ ეკ­ვდერ­ში მო­ა­თა­ვეს. ასე რომ, ახალ­ქა­ლაქ­ში ჩა­სულ მომ­ლოც­ველ­თა ჯგუ­ფებ­სა თუ ტუ­რის­ტებს შე­უძ­ლი­ათ ტუ­რი­ნის სუ­და­რის ას­ლი იხი­ლონ და მი­სი კვლე­ვე­ბის შე­სა­ხებ შე­იტყ­ონ.

ეკ­ვდერ­ში ტუ­რი­ნის სუ­და­რის ას­ლი შუ­შის ქვე­შაა გაშ­ლი­ლი. სუ­და­რის სიგ­რძე 4,36 მ-ი­ა, სი­გა­ნე - 1,10 მ. ეს არის ქსო­ვილ­ზე გა­და­ტა­ნი­ლი, ორი­გი­ნა­ლის სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის ფო­ტო.

"ერ­თი შე­ხედ­ვი­თაც კარ­გად იკითხ­ე­ბა ქსო­ვილ­ზე გა­და­სუ­ლი სა­ხის ნაკ­ვთე­ბი, შუბ­ლზე ეკ­ლის გვირ­გვი­ნის­გან გა­ჩე­ნი­ლი სის­ხლის კვა­ლი, გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი ხე­ლე­ბი, მა­ჯებ­ზე - სამ­სჭვა­ლის­გან სის­ხლის ნაკ­ვა­ლე­ვი.

ასე­ვე უკ­ვე აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი მაცხ­ოვ­რის­თვის რო­მა­ე­ლი ჯა­რის­კა­ცის მი­ერ მარ­ჯვე­ნა ფერ­დში ნაძ­გე­რე­ბი მახ­ვი­ლის კვა­ლი", - გვითხ­რა ნი­ნო მურ­ცხვა­ლა­ძემ.

ტუ­რი­ნის სუ­და­რა ყო­ველ­თვის იწ­ვევ­და გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს. თუმ­ცა ბევრს მი­აჩ­ნდა, რომ ეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ნამ­დვი­ლი არ იყო და რომ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში შე­იქ­მნა ევ­რო­პა­ში უც­ნო­ბი მხატ­ვრის მი­ერ. ამი­ტომ, ვა­ტი­კან­მა, რო­მის პაპ­მა იო­ა­ნე-­პავ­ლე II-მ, მეც­ნი­ე­რებს ნე­ბა დარ­თო, და­ეწყ­ოთ სუ­და­რის შეს­წავ­ლა - ავ­თენ­ტი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცე­სი. რა­დი­ო­ნახ­შირ­ბა­დუ­ლი მე­თო­დით ქსო­­ვი­ლის ასა­კის და­სად­გე­ნად მკვლე­ვა­რებ­მა სუ­და­რას თავ­სა და ბო­ლო­ში ორი ნა­ჭე­რი მო­აჭ­რეს.

დას­კვნებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი­ა, რომ ტუ­რი­ნის სუ­და­რა­ზე ნამ­დვი­ლად სის­ხლის ლა­ქე­ბი­ა. მი­სი სპექ­ტრუ­ლი ანა­ლი­ზით და­დას­ტურ­და, რომ სის­ხლი ნამ­დვი­ლად ადა­მი­ანს ეკუთ­ვნო­და. დნმ-ის ანა­ლი­ზით, ქრო­მო­სო­მა­თა გან­ლა­გე­ბით, დად­გინ­და მი­სი სქე­სი, ასა­კი და ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა. სის­ხლი ეკუთ­ვნის 30-40 წლამ­დე ასა­კის, მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სე­მი­ტუ­რი ტი­პის მა­მა­კაცს, სის­ხლის ჯგუ­ფი - მე-4, უარ­ყო­ფი­თი რე­ზუ­სით. მას­ში ცი­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ანო­მა­ლი­უ­რად მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია კი იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა, რომ ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სის­ხლი ეკუთ­ვნო­და, უაღ­რე­სად ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბის დროს სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ღრმა კვლე­ვე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მაცხ­ოვ­რის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ფილ­ტვე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა გახ­და.

სუ­და­რა­ზე აღ­ბეჭ­დილ ზურ­გის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე ჩანს გა­მათ­რა­ხე­ბის კვა­ლიც. მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ სხე­ულს 98-დან 100 დარ­ტყმამ­დე აღე­ნიშ­ნე­ბა. რო­ცა აღად­გი­ნეს მათ­რა­ხე­ბის მო­დე­ლე­ბი, მი­ი­ღეს ძვე­ლი რო­მა­უ­ლი "ფლაგ­რუ­მი".

ეპარ­ქი­ის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რის თქმით, სუ­და­რის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მაცხ­ო­ვა­რი 70 სმ სი­მაღ­ლის სვეტ­ზე ჰყავ­დათ მიბ­მუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, მარ­ცხნი­დან და მარ­ჯვნი­დან, მას ორი ჯა­ლა­თი ამათ­რა­ხებ­და. ერ­თი ტან­და­ბა­ლი, მე­ო­რე - ტან­მა­ღა­ლი,

ბო­ლოს კვლე­ვებ­ში "ნა­სას" სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­ერ­თვნენ. "ნა­სას" ფო­ტოგ­რაფ­თა დაკ­ვნე­ბით, სუ­და­რა­ზე გა­და­სუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა არა მხო­ლოდ ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ნე­გა­ტი­ვი­ა, არა­მედ მაცხ­ოვ­რის სხე­უ­ლი მას­ზე სამ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში, 3D-შია აღ­ბეჭ­დი­ლი. ამის გა­მო "ნა­სას" ფო­ტოგ­რა­ფებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, არა მხო­ლოდ აღედ­გი­ნათ მაცხ­ოვ­რის ფო­ტო - რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და იე­სო, არა­მედ აღედ­გი­ნათ მი­სი სხე­უ­ლის მო­დე­ლიც. ამ­დე­ნად, ცნო­ბი­ლია მი­ახ­ლო­ე­ბი­თი პა­რა­მეტ­რე­ბი. სხე­უ­ლის წო­ნა შე­ად­გენ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, 70-დან 80 კგ-მს. სი­მაღ­ლე - 1,75მ-დან 1,85 მეტ­რამ­დე. რო­გორც სუ­და­რა­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ცხად­ყოფს, მაცხ­ო­ვარს თვა­ლებ­ზე მო­ნე­ტე­ბი ჰქონ­და და­ფა­რე­ბუ­ლი. ასე კრძა­ლავ­დნენ ძვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს.

რა მოხ­და მაცხ­ოვ­რის მკვდრე­თით აღ­დგო­მისას ისე­თი, რის გა­მოც ქსო­ვილ­ზე ასე­თი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა გა­და­ვი­და? დღემ­დე მთა­ვარ თე­ო­რი­ად მი­იჩ­ნე­ვა ე.წ. ცეცხ­ლო­ვა­ნი სხე­უ­ლის თე­ო­რი­ა, რო­მე­ლიც რუს­მა ფი­ზი­კოს­მა ალექ­სანდრ ბე­ლი­ა­კოვ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ამ თე­ო­რი­ას სხვა მეც­ნი­ე­რე­ბიც მი­ემ­ხრნენ.

ბე­ლი­ა­კო­ვის თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, მაცხ­ო­ვა­რი სხე­უ­ლი­დან გა­ვი­და თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კი­სა და ქი­მი­ის­თვის აუხ­სნე­ლი ატო­მურ­-მო­ლე­კუ­ლუ­რი გარ­დაქ­მნე­ბის შე­დე­გად, რო­მელ­საც თან ახ­ლდა ძლი­ე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა, რო­მე­ლიც ბირ­თვულ აფეთ­ქე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, 1000-ჯერ მა­ინც აღე­მა­ტე­ბო­და.

მურ­ცხვა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ბე­ლი­ა­კოვ­მა თა­ვი­სი თე­ო­რი­ის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად ორი არ­გუ­მენ­ტი მო­იყ­ვა­ნა. ერ­თი ის, რომ რო­დე­საც ჰი­რო­სი­მა­სა და ნა­გა­სა­კი­ში ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბი აა­ფეთ­ქეს, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი კედ­ლებ­სა და ას­ფალ­ტზე ჩრდი­ლე­ბად გა­და­ვი­და, ანუ, მსგავ­სი პრო­ცე­სი ბირ­თვულ გა­მოს­ხი­ვე­ბას თან სდევს. მე­ო­რე ფაქ­ტი არის ის, რომ აღ­დგო­მის ყო­ველ დღე­სას­წა­ულს წინ უს­წრებს მაცხ­ოვ­რის საფ­ლავ­ზე ღვთა­ებ­რი­ვი ცეცხ­ლის გად­მოს­ვლა. ცნო­ბი­ლი­ა, რომ ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფე­ნო­მე­ნი­ა, ვი­ნა­ი­დან პირ­ველ წუ­თებ­ში წვის პრო­ცე­სი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კა ვერ ხსნის ამ მოვ­ლე­ნას. სწო­რედ მსგავ­სი რამ მოხ­და მაცხ­ოვ­რის მკვდრე­თით აღ­დგო­მი­სას. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, მაცხ­ოვ­რის სხე­უ­ლი სუ­და­რი­დან სი­ნათ­ლის სა­ხით გა­ვი­და", - გან­მარ­ტა ეპარ­ქი­ის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ­მა.

იხილეთ ვიდეო

მოამზადა ეკა ბახუტაშვილმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია