რატომ ვერ დაეტეოდნენ ფიცარზე ჯეკი და როუზი "ტიტანიკის" ჩაძირვისას - ჯეიმს კემერონის განმარტება

 რატომ ვერ დაეტეოდნენ ფიცარზე ჯეკი და როუზი "ტიტანიკის" ჩაძირვისას - ჯეიმს კემერონის განმარტება

1997 წელს გადაღებული, კულტად ქცეული ფილმი "ტიტანიკი" უამრავი ადამიანისთვის დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფილმად.

ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავები - ლეონარდო დიკაპრიო (ჯეკი) და ქეით უინსლეტი (როუზი) ასრულებენ. ხშირად ისმის შეკითხვა, რატომ ვერ გადარჩა ლეონარდოს გმირი და "რატომ არ გაიმეტა რეჟისორმა ფიცარზე მისთვის ადგილი". როგორც ჩანს, კემერონი ამ შეკითხვებმა დაღალა და ჟურნალისტებს საფუძვლიანად აუხსნა, რომ ჯეკი ვერ გადარჩებოდა და ფილმს ბედნიერი ფინალი ვერ ექნებოდა.

"ბოლო 16 წელია მეკითხებიან, რატომ არ აიყვანე ლეონარდო ფიცარზე, რატომ გაიმეტე ფსკერისთვისო. როდესაც ამ სცენას უყურებთ, ყველა ადგილს ეძებს, სივრცეს ორი ადამიანისთვის. როდესაც ჯეკს როუზი ფიცარზე აჰყავს, თვითონაც ცდილობს, ავიდეს; ის იდიოტი არაა, სიკვდილი არ სურს, მაგრამ ფიცარი ტივტივებს. აშკარაა, ადგილი მხოლოდ ერთი ადამიანისთვისაა  - ჯეკი გადაწყვეტს, რომ ეს პიროვნება თვითონ არაა. ორივე ერთდროულად რამდენჯერაც ავიყვანე, ფიცარი გადაყირავდა. გააცნობიერეთ, ყინულივით ცივ წყალში მხოლოდ ერთი მთავარი გმირი უნდა გადარჩენილიყო. ძალიან არ მინდოდა, ორივე მთავარი გმირი ჰიპოთერმიით დამღუპვოდა. სწორედ ამიტომ, ქეითი ყინულივით ცივი წყლისგან შორს, უსაფრთხო ფიცარზე დავტოვე", - ამბობს კემერონი.

რაც შეეხება ფილმს, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სიუჟეტური ხაზი გამოგონილია, ფილმის პერსონაჟების ნაწილს პროტოტიპები ყავთ. ფილმზე მუშაობა 1995 წელს დაიწყო, როდესაც რეჟისორმა გადაიღო რეალური ტიტანიკის წყალქვეშა ნარჩენები. გემზე ფილმი -"მსტისლავ კელდიში" გადაიღეს. გემის რეკონსტრუქცია კალიფორნიულ სტუდიაში მოხდა, რასაც დაემატა შემდგომში გადიდებული მოდელები და კომპიუტერული ეფექტები. ჩაძირული გემის გადარჩენილი მგზავრების სცენა აუზშია გადაღებული. ფილმმა უმაღლესი ჯილდოები და კინოკრიტიკოსთა აღფრთოვანება დაიმსახურა. არანაკლები პოპულარობა ხვდა წილად "ტიტანიკის" საუნდტრეკსაც. საერთო ჯამში, კინოგაქირავებაში გაშვებიდან "ტიტანიკმა" 1.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოგება მოიტანა.

მომზადებულია ign.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება