რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით ისარ­გებლებს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი

რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით ისარ­გებლებს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი

სა­ინ­ტე­რე­სო­ა, კა­ნო­ნის თა­ნ­ა­ხ­მად რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა შე­ეძ­ლე­ბა უკ­ვე ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ეს პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი ძი­რი­თა­დად რე­გუ­ლირ­დე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ კა­ნო­ნით", ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის №591 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლურ დე­ბუ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და და­მა­ტე­ბე­ბის შე­ტა­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დაც­ვა­სა და უსაფ­რთხო­ე­ბას რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის­თვის გან­კუთ­ვნილ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბი­სა და უსაფ­რთხო­ე­ბის კონ­ტროლს. სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნელს სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან შე­­თან­ხმე­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნიშ­ნავს და ათა­ვი­სუფ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, "სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნე­ბი­ა: სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, აგ­რეთ­ვე მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა უზ­რუნ­ველ­ყო­ფა; სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტსა და მი­სი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე შე­საძ­ლო თავ­დას­ხმის აღ­კვე­თა; თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი­სა და მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის უსაფ­რთხო ევა­კუ­ა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა; სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბის მუდ­მივ და დრო­ე­ბით მარ­შრუ­ტებ­ზე დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა". ასე­ვე დე­ბუ­ლე­ბა­ში ვკითხ­უ­ლობთ, რომ: "სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სა­მე­დი­ცი­ნო გან­ყო­ფი­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნე­ბი­ა: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და მის ფარ­გლებს გა­რეთ".

გვე­სა­უბ­რე­ბა ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რის­ტი გი­ორ­გი გვიმ­რა­ძე:

- სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ექ­სპრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბა აქვს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვით სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე ისარ­გებ­ლოს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­პენ­სიო უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, ეს რე­გუ­ლირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­კომ­პენ­სა­ციო და სას­ტი­პენ­დიო რე­ჟი­მით, ამის­თვის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი თან­ხა არ არ­სე­ბობს, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტზე, რო­დე­საც ექ­სპრე­ზი­დენტს საპენ­სიო ასა­კი და­უდ­გე­ბა.

- ექ­სპრე­ზი­დენ­ტი შე­ვარ­დნა­ძე თა­ვის დრო­ზე საცხ­ოვ­რე­ბე­ლი რე­ზი­დენ­ცი­ით უზ­რუნ­ველ­ყო სა­ხელ­მწი­ფომ, ამას კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს?

- კა­ნონ­ში მსგავ­სი არა­ფე­რი წე­რი­ა, რო­გორც ჩანს, შე­ვარ­დნა­ძის შემ­თხვე­ვა­ში ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. კა­ნო­ნი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის პენ­სი­ი­თა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაზღ­ვე­ვით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა