გიგა ბოკერიამ უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა

გიგა ბოკერიამ უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ თანამდებობა დატოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უშიშროების საბჭოს აპარატში განუცხადეს, პრეზიდენტის სახელზე ბოკერიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 15 ნოემბრის რიცხვით დაწერა და პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა. გიგა ბოკერია დღეიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი აღარ არის.

ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოკერიას განცხადებას დღეს დააკმაყოფილებს.

რაც შეეხება მდივნის მოადგილეებს, მათ განცხადება არ დაუწერიათ, თუმცა თანამდებობის დატოვებას ოთხივე მოადგილე აპირებს და ისინი ამ მოთხოვნით უკვე ახალ პრეზიდენტს მიმართავენ.

გიგა ბოკერია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2010 წლის ნოემბრიდან იყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა