Victoria Secret-ის "ანგელოზებმა" ბრენდის ახალი კოლექცია წარმოადგინეს

Victoria Secret-ის "ანგელოზებმა" ბრენდის ახალი კოლექცია წარმოადგინეს

წელიწადში ერთხელ მოდის სამყარო ცნობილი თეთრეულის ბრენდ Victoria Secret-ის ტრადიციულ საუცხოო შოუს ელოდება. ნებისმიერი მოდელისთვის VS-ის ჩვენებაში მონაწილეობა - ოცნება და პროფესიული წარმატების მაჩვენებელია, რადგან წლიდან წლამდე დეფილეში საუკეთესო გარეგნობის გოგონები მონაწილეობენ. 2013 წლის მონაწილეთა სიაც, როგორც ყოველთვის, შთამბეჭდავია - კენდის სვეინპოლი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა, კარლი კროსი და ბევრი სხვა ლამაზმანი, რომელთან ანგელოზის ფრთები მოირგეს. წელს მათ ბრენდის ახალი კოლექცია წარმოადგინეს. შოუზე ტეილორ სვიფტმა, Fall Out Boy-მ და დამწყებმა ვარსკვავებმა A Great Big World-მა იმღერეს.

შოუ ხუთ თემატურ ნაწილად იყო დაყოფილი - "თოვლის ანგელოზები","ხომალდის კატასტროფის მსხვერპლნი","პარიზის ღამეები","ვარდისფერი ქსელი" და"სამოთხის ჩიტები". შოუს მოწყობა ორგანიზატორებს 12 მლნ დოლარი დაუჯდათ.

შოუს კულმინაცია, როგორც ყოველთვის, წამყვანი მოდელის ძვირფას ბიუსტჰალტერ Fanasy Bra-ში გამოჩენა იყო. ბიუსტჰალტერი შესაძლოა, ხელოვნების ნიმუშადაც კი ჩაითვალოს, წელს მისი საფუძველი 3D პრინტერის დახმარებით შექმნეს და ამით აჩვენეს, რომ მოდის ინდუსტრიისთვის ახალი ტექნოლოგიები უცხო არაა. ძვირფასი ბიუსტჰალტერი წელს კენდის სვეინპოლმა წარმოადგინა. 

იხილეთ ფოტოგალარეა

მომზადებულია victoriassecret.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება