ინციდენტი საგარეჯოში - ჟურნალისტმა კარები გამოანგრია და შემომივარდა

ინციდენტი საგარეჯოში - ჟურნალისტმა კარები გამოანგრია და შემომივარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მისაღებიდან კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი სოფიკო მთივლიშვილი ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოაძევეს. ჟურნალისტი გამგებლისგან, გიორგი ლოლაძესგან  "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელების ბრალდებებზე ვიდეოკომენტარს ითხოვდა. 

საქმე ეხება, "ქართული ოცნების" საგარეჯოს შტაბის მიერ მაჟორიტარი დეპუტატის თინა ხიდაშელის დადანაშაულებას, რომლის მიხედვითაც ხიდაშელმა შტაბს გიორგი ლოლაძის გამგებლად აღდგენა თხოვა. ამ განცხადებამდე კი, "ოცნების" საგარეჯოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ივანე ქვრივიშვილმა ისაუბრა, თუ როგორ დააკომპლექტა საგარეჯოს მაჟორიტარმა თვითმმართველობის ორგანოებში კადრები.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საგარეჯოს გამგეობაში ამ ფაქტებზე ვრცელი რეპორტაჟის მომზადების მიზნით მივიდა. თუმცა გამგებლის მდივანმა კაბინეტში შესვლის უფლება არ მისცა, ხოლო ჟურნალისტის მცდელობას - გამგებლის კაბინეტში შესულიყო, მდივნის აგრესია და ფიზიკური ძალადობა მოყვა. ინციდენტის დროს, ჟურნალისტს საიფორმაციო ცენტრის კუთვნილი კამერა ხელიდან გაუვარდა და დაზიანდა. "დღესვე ვწერ საჩივარს, რომ გამოანგრიეთ კარი და შემომივარდით. კარი არ გაგიხსნიათ, მდივანს ეჯიკავებოდით. მე უარს გეუბნებით კომენტარზე. სამუშაოში ხელს მიშლით, იმდენად მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ",  - უთხრა გამგებელმა ჟურნალისტს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა