ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე პატრული გამოიძახეს

ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე პატრული გამოიძახეს

ლანჩხუთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე გაიმართა. გამგეობის თანამშრომლები საკრებულოსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების საკითხს აპროტესტებდნენ. ხმაურის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილმა წესრიგის დასამყარებლად პოლიცია გამოიძახა და დარბაზი დატოვა, რის გამოც სხდომა დროებით გადაიდო.

გამგეობის თანამშრომლები კონკურსის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა მათი თქმით, მისი ორგანიზება და საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა არ უნდა მოახდინონ იმ ადამიანებმა, ვინც "ნაციონალების" პერიოდში თავად არღვევდნენ კანონს.

"არც ოზურგეთში, არც ჩოხატაურში არ იციან, ჩატარდება თუ არა კონკურსი, მათთან საუბარი გვქონდა. ორშაბათს არიან დაბარებული თბილისში, მაგრამ აქ ყველაფერი სხვანაირად არის. თავისი 16 კაციანი ჯგუფი რომ ყავს გია გოგუაძეს "ნაცბანდის" სახით, სწორედ იმათი წამოწყებულია ეს, რატომ ჩქარობენ და აკეთებენ ამას, ყველასთვის გასაგებია, ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადებიან, პრაქტიკა გამოვლილი ხალხია, 9 წლის განმავლობაში სისხლს წოვდნენ ხალხს", - ამბობს ნუგზარ ცინცაძე.

სხდომა ერთი საათის შემდეგ ისევ განახლდა, თუმცა ხმაურის გამომწვევი საკითხის დამტკიცება მაინც გადაიდო.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა