"დამეხმარე, ფლიზ" - რუსთაველზე დაკავებული ფერადკანიანი მათხოვრის ვინაობა და ისტორია

"დამეხმარე, ფლიზ" - რუსთაველზე დაკავებული ფერადკანიანი მათხოვრის ვინაობა და ისტორია

"დამეხმარე, ფლიზ" - რუსთაველის მეტროსთან მდგარი ფერადკანიანი მამაკაცი, რომელიც გამვლელებს დახმარებას მუყაოს ყუთით ხელში, ქართულ-ინგლისურად სთხოვდა, პატრულმა ქვის სროლის გამო რამდენიმე დღის წინ დააკავა.

პატრულის თანამშრომლებმა დეტალებზე საუბარი არ ისურვეს და არც დაკავებულის სახელი და გვარი გაამხილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოგვაწოდა. აი, მათი პასუხიც:

- ამ პიროვნებამ საპატრულო პოლიციის ავტომობილს ქვა ესროლა. რატომ გააკეთა ეს და რამ გამოიწვია მისი აგრესია, ვერ გეტყვით, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. საქმე არის აღძრული სისხლის სამართლის 187-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სხვისი ქონების განადგურებას ან დაზიანებას.

- მოხვდა თუ არა ქვა ავტომობილს?

- დიახ, დაზიანებულია კარი. პატრულის თანამშრომლებს ქვა არ მოხვედრიათ, რადგან ეს ყველაფერი მანქანის მოძრაობის დროს მოხდა.

ამ ადამიანის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მაინც გვაქვს. მისი სახელი ჯონსონია, 31 წლის არის და დაახლოებით 4 წელია, თბილისშია...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია