ჟურნალისტი ლაშა ბერულავა მიხეილ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას და "ნაცმოძრაობის" ლიდერებს მადლობას უხდის

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა მიხეილ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას და "ნაცმოძრაობის" ლიდერებს მადლობას უხდის

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, რომელიც არასდროს მალავდა სიმპატიებს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, პრეზიდენტ სააკაშვილს და მისი გუნდის წევრებს მადლობას Facebook-ის საშუალებით უხდის.

"და რახან დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეთაურობით სხვადასხვა დროს წარმოდგენილ სახელმწიფო მოხელეთა ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეა (უმრავლესობისთვის), ვისარგებლებ ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის (ამჟამად არ ვწერ ამ სტატუსს, როგორც ჟურნალისტი) უფლებით და მინდა, რომ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოსთვის, ქვეყნის მომავალი დღისთვის, მომავალი თაობებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მათ, ვინც თავიანთი წარსულითა და, რაც მთავარია, აწმყოთიც, დაადასტურეს, რომ ძლიერი გუნდის წევრები, ძლიერი ნებისყოფის ადამიანები არიან.

თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს პერსონალური სია, სადაც ისეთი ადამიანები არიან შესული, რომელთაგან, პირადად, ალბათ, ოთხს ან ხუთს თუ ვიცნობ (ანუ, პირადად ვერ გადავუხდი მადლობას და ასე ვცდილობ), სრულყოფილი და საბოლოო არ არის. ბოდიში მათთან, ვინც იმსახურებს, მაგრამ ვერ მოხვდა ამ და სხვა სიაში.

მაშ ასე, ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის მადლობა:

მიხეილ სააკაშვილს, როგორც საქართველოს იმ ლიდერს, რომელმაც სწორად განსაზღვრა ქვეყნის კურსი, რომელმაც ნგრევის ნაცვლად შენება დაიწყო და რომელმაც ხმამაღლა უთხრა მსოფლიოს, ვინ არის საქართველოს მტერი და ვინ – მოყვარე.

ასევე: გიგა ბოკერიას, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას (დანიშვნით თანამდებობაზე მუშაობის პერიოდისთვის), ეკა ზღულაძეს, დათა და ბაჩო ახალაიებს, ლევან ქარდავას, თენგიზ გუნავას, ზაზა და ზაალ გოროზიებს, ალექსანდრე ქობალიას, ლევან ვარშალომიძეს, კახა ლომაიას, თემურ იაკობაშვილს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნიკა გვარამიას, ნიკა გილაურს, კობა სუბელიანს, გიორგი ვაშაძეს, სოსო წიქარიშვილს, მანანა მანჯგალაძეს, ირმა ნადირაშვილს, ეკა ტყეშელაშვილს, ელენე ხოშტარიას.

ასევე უამრავ ადამიანს, რომელთა ვინაობა არც ვიცით, რომელთა სახელები და გვარები არაფერს გვეუბნებიან, მაგრამ რომელთა თავდაუღალავი შრომა და პატიოსნება, საერთო ჯამში, განაპირობებდა ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების გამართულ, ეფექტურ საქმიანობას და საქართველოს დადებითი კუთხით წარმოჩენას მსოფლიოში.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო მათ, ვისაც აწი ელის წინ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა. ვიცი, რომ ცალკეულ სფეროებში უკვე მიღწეულს ბევრი მაინც, თუნდაც გულში, აღიარებს და ეს იძლევა იმის იმედს, რომ ყველაფერი ჯერ დაკარგული არ არის", - წერს ჟურნალისტი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს