რატომ დაშორნდენ ორლანდო ბლუმი და მირანდა კერი?

რატომ დაშორნდენ ორლანდო ბლუმი და მირანდა კერი?

მსახიობი ორლანდო ბლუმი და სუპერმოდელი მირანდა კერი 6-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. იმის გამო, რომ წყვილს არ განუმარტავს დაშორების მიზეზები, დასავლური ინტერნეტგამოცემები მკითხველს სხვადასხვა ვერსიებს სთავაზობენ, მათ შორის ყველაზე პოპულარულია ფოტოებზე დაფუძნებული ვერსია, რომელშიც ორლანდო ბლუმი და მისი კოლეგა მამაკაცი ერთმანეთთან "ზედმეტად თბილად" არიან გადაღებულები.

"დედამიწაზე რომელი კაცი დაშორდება მირანდა კერის მსგავს ქალს? ქალს, რომელსაც ასეთი სრულყოფილი სახე და ტანი აქვს? ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს: ლეგოლასი არაგორნზეა შეყვარებული. ერთადერთი მიზეზი თუ რატომ შორდებიან ორლანდო ბლუმი და მირანდა კერი გვაბრუნებს "ბეჭდების მბრძანებლისკენ", - მითითებულია ფოტოებზე.

ორლანდოს მეგობრის თქმით, ის და მირანდა დაშორების მიუხედავად, ერთმანეთს პატივს სცემენ და შვილის გამო მეგობრებად დარჩებიან. შეგახსენებთ, წყვილმა ურთიერთობა 2007 წელს დაიწყო და 2010 წლის ივლისში დაქორწინდა. 2011 წელს პირველი შვილი ფლინი, შეეძინათ. პაპარაცებმა ისინი ერთად 7 ოქტომბერს, ნიუ-იორკში ნახეს.

მომზადებულია picaphobia.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება