ეკა ხოფერია - რა გულში ჩარჩენია სააკაშვილს ჩემი წამოსვლა "რუსთავი 2"-დან გირგვლიანის თემის გამო

ეკა ხოფერია - რა გულში ჩარჩენია სააკაშვილს ჩემი წამოსვლა "რუსთავი 2"-დან გირგვლიანის თემის გამო

ტელეწამყვანი ეკა ხოფერია "ფეისბუქის" საკუთარ გევრდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ ჟურნალისტების დაჯილდოებას ეხმაურება და ექს-პრეზიდენტს მადლობას უხდის, რომ დაჯილდოვებულთა სიაში თავადაც არ აღმოჩნდა.

"მიშა სააკაშვილმა წასვლამდე ჟურნალისტები დააჯილდოვა ჟურნალისტები: ინგა, ნანუკა, მაია ასათიანი, ნინო შუბლაძე. განმარტებისთვის: ყველა ჩემი კარგი მეგობარია და მიყვარს. მაგრამ)))) ვფიქრობდი, ე.ი. რა გულში ჩარჩენია ჩემი წამოსვლა "რუსთავი ორიდან" გირგვლიანის თემის გამო, აი, დღეს მივხვდი. და დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი. იმედია, ხვდებით, რომ ორდენზე გული არ მწყდება)))) ასე რომ, უკვე ექს-პრეზიდენტს დიდი მადლობა, რომ არ დამაჯილდოვა!!!!

თვითონაც ვერ მიხვდა, რა მაგარი საქმე გამიკეთა)))) მადლობა, მიშა)))", - წერს ხოფერია.

ტელეწამყვანი დაჯილდოვებულთა სიაში ინგა გრიგოლიას ყოფნას აპროტესტებს.

"მე ვაპროტესტებ შენს ყოფნას იმ სიაში, ინგა! და შენც რომ აპროტესტებ იმიტომ მიყვარხარ! ", - წერს ეკა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნის დროს სახელმწიფოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა.

თამარ მეფის ორდენებით დაჯილდოვდნენ: ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, ტელეკომპანიის TV3-ს ტოქშოუ "დიდი პოლიტიკის" ავტორი და წამყვანი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ტოქშოუ "პოზიციის" ავტორი და წამყვანი ნინო შუბლაძე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ტოქშოუ "პროფილის" ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გასართობი ტოქშოუ "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" ავტორი და წამყვანი ნანა ჟორჟოლიანი.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები