პაპარაცები, რომლებიც ჟიზელ ბუნდჰენს ფოტოს უღებდნენ, დაცხრილეს

 პაპარაცები, რომლებიც ჟიზელ ბუნდჰენს ფოტოს უღებდნენ, დაცხრილეს

სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი სკანდალში გაეხვა. სასამართლომ სუპერმოდელის 2 პირადი მცველი მიგელ სოლისი და ალექსნადრე რივასი 2009 წელს მომხდარ ინციდენტში დამნაშავედ სცნო.

2009 წელს ჟიზელის ქორწილი ფართო საზოგადოებისთვის და ფოტოგრაფებისთვის დახურული იყო, მაგრამ პაპარაცებმა თეთრ კაბაში გამოწყობილი ვარსკვლავის გადაღება გადაწყვიტეს. მაშინ პაპარაცები მცველებმა შენიშნეს და კამერებიდან მეხსიერების ჩიპის ამოღება და ყველა კადრის წაშლა კატეგორიულად მოითხოვეს. თუმცა, ფოტოგრაფებმა მანქანაში ჩაჯდომა და გაქცევა მოახერხეს. პირადმა მცველებმა ფოტოგრაფებს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც პაპარაცი როლანდო ავილესი ამბობს, ინტენსიური სროლისას ტყვიებმა ავტომობილის წინა და უკანა მინები ჩაამსხვრია. საბედნიეროდ სროლას მსხვერპლი არ მოჰყვა.

"ტყვია ოდნავ მარჯვნივ, ან მარცხნივ რომ წასულიყო, რომელიმე ჩვენგანი მოვკვდებოდით. როდესაც ავტომობილის მინები ჩაიმსხვრა, ჩემმა მეგობარმა მანქანა სწრაფად დაძრა. ჩემს მოკვლას მხოლოდ იმისთვის გეგმავდნენ, რომ უნდა გამეყიდა ფოტოები, რომლის დაბეჭდვაც ჟიზელს არ სურდა. შეიშალნენ?", - ამბობს ერთ-ერთი ფოტოგრაფი.

მოდელი ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დამნაშავეები დააპატიმრეს და ამასთან, მცველები ვალდებულები არიან, თითოეულ ფოტოგრაფს კომპენსაციის სახით 10 000 დოლარი გადაუხადონ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება