ნანა ნებიერიძე: "მე შეყვარებული ვარ"

ნანა ნებიერიძე: "მე შეყვარებული ვარ"

ეს სპორტსმენი ქალბატონი თავიდან "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ გამოჩნდა, ბევრმა ეჭვის თვალით შეხედა, - ნუთუ შეძლებს ნანა ნებიერიძე ცეკვასო? მაგრამ პირველივე ტურზე ეჭვები გააქარწყლა, სცენაზე ცეცხლი დაანთო და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა... მისი პარტნიორი, ლევან ახლედიანიც ამბობს, რომ ეს ქალბატონი შოუს ნამდვილი აღმოჩენაა!

- ნანა, როგორც ვიცი, ამ პროექტამდე არასდროს გიცეკვიათ, არა?

- ცხოვრებაში არასდროს მიცეკვია, ყოფილი სპორტსმენი ვარ, ევროპის ჩემპიონი, წყალში მხტომელი და სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე... უბრალოდ ის არის, რომ მუსიკა მიყვარს და ამ პროექტში ბევრს ვშრომობ.…

- "ვარსკვლავებამდე" სპორტული სამყარო გიცნობდათ, ახლა კი მასობრივად გაგიცნეს...

- ჰო, ახალი სახე გავხდი (ღიმილით ამბობს).

- ახალ სახეს ძირითადად ეჭვის თვალით უყურებენ ხოლმე. ამიტომ მას დიდი ძალისხმევა სჭირდება, დაამტკიცოს, რომ მაგარია. ვფიქრობ, რომ ეს თქვენ შეძელით...

- ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია... მინდა, ვთქვა, რომ ყველაზე მაგარი მეწყვილე მყავს. ლევან ახვლედიანი გარდა იმისა, რომ პროფესიონალია, არაჩვეულებრივი პიროვნებაა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მასთან ვცეკვავ... ის ყველას უყვარს და აქებენ. მადლობა ნოეს, თუ არ ვიცი, ვის, პარტნიორად რომ შემირჩია.

ყველა ნაბიჯსა და ილეთს ასჯერ მაკეთებინებს, მირჩევს, მასწავლის. არ მინდა, არაკორექტული ვიყო და ზოგადად ვიტყვი, რომ მართლა ძალიან კარგი წყვილები და კარგი ადამიანები არიან წელს ამ პროექტში.

- როდესაც პირველად ნოე სულაბერიძისგან ამ პროექტში მონაწილეობაზე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღეთ, მაშინვე დასთანხმდით?

- სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ მივხვდი, რაზე იყო ლაპარაკი, მერე დავფიქრდი, გავაცნობიერე, რომელ პროექტზე მელაპარაკებოდა და ვთქვი: რატომაც არა-მეთქი, რადგანაც ძალიან მიყვარს მუსიკა, ცეკვა.

- ამ პროექტის გარდა, რას საქმიანობთ?

- ამ შოუს გამო ყველანაირი საქმიანობა შეჩერებული მაქვს. გლდანის საცურაო აუზზე პიარ-მენეჯერი ვარ. ჩემმა უფროსმა მითხრა, ჯობია იცეკვო, მიხედე საქმეს და გიგულშემატკივრებთო. ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "პიკშიც" ვმუშაობდი, სპორტული გადაცემა მიმყავდა. 2015 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტშიც ვარ...

- კონკურსის ნახევარზე მეტი უკვე გავლილია. ყველა ვარსკვლავმა რაღაც ისწავლა, გარკვეული პრეტენზიებიც გაუჩნდათ. პროექტის ბოლოსკენ მონაწილეებს შორის კონკურენცია მატულობს ხოლმე...

- არა, ბოლოსკენ საქმეში მეტად ნერვები ერთვება... ყველა მონაწილესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. უდიდეს დროს რეპეტიციებზე, ერთად ვატარებთ. ერთი რამ მინდა, აღვნიშნო და არა მარტო ჩემს კონკურენტებს, ჩემს გულშემატკივრებსაც ვუთხრა: ჩვენ ცხოვრებაში მეგობრები ვართ, სცენაზე - კონკურენტები. ეს სხვადასხვა რამეა. ასევეა სპორტშიც. ნომრის შესრულებისას შეცდომა არის შეცდომა. ვიმეორებ, კულისებს მიღმა არაჩვეულებრივი მეგობრები ვართ. მთელ დღეებს ერთად ვატარებთ.

- განსაკუთრებული მეგობრობა ვინმესთან თუ გაკავშირებთ?

- ცეკვით ისე ვართ დაკავებულები და ვიღლებით, რომ... 5 დღეში გვიწევს ნომრის ათვისება... ეს პატარა საქმე არ არის.

- მანამდე რომელიმე ვარსკვლავს ახლოს თუ იცნობდით?

- ქეთი ხატიაშვილს სპორტიდან ვიცნობდი, დანარჩენებს - მხოლოდ შორიდან...

არაჩვეულებრივი ადამიანია გუგა კუზანოვი, იგივე პეტო, ნოდარ გურგენაშვილი, ნინი ცნობილაძე, იულია ქავთარაძე, ყველანი მაგრები არიან... საწყენია, რომ ისინი პროექტში აღარ არიან.

- როგორ ფიქრობთ, რა საერთოა სცენასა და იმ ასპარეზს შორის, სადაც წლების მანძილზე ასპარეზობდით?

- პირველ რიგში გჭირდება მომზადება, საქმე გაქვს კონკურენციასთან, რაც შენგან თვითდაჯერებულობას მოითხოვს იმ საქმეში, რასაც აკეთებ.…

- სპორტში სერიოზული წვრთნა გაქვთ მიღებული და ალბათ იმ დატვირთვას, რომელიც აქ გაქვთ, ადვილად უძლებთ...

- უკვე 13 წელიწადია, რაც აქტიურ სპორტს ჩამოვცილდი. სიდნეის ოლიმპიადის შემდეგ, ჩემი სპორტული კარიერა დასრულდა... კი, არის პერიოდები, როცა ვიღლები, მაგრამ ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო, რაშიც ისევ და ისევ ძალიან მეხმარება ლევანი.

- მშვენიერ ფორმა კი გაქვთ შენარჩუნებული...

- ვვარჯიშობდი, ვცურავდი, თავს სულ ვუვლიდი და ვუვლი. სხვანაირად არ გამოდის...

- საკმაოდ მოზრდილი შვილი გყავთ (ქმარს კი გაცილებული ხართ). გოგონა სერიოზულად გგულშემატკივრობთ?

- მყავს 19 წლის შვილი - ნინა ჯაფარიძე, რომელიც ევროპულ-ქართულ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. მართლაც ძალიან მგულშემატკივრობს. სულ პირველი გამოსვლის წინ მთხოვა, - გეხვეწები, სცენაზე არ დავარდეო, - ძალიან ინერვიულა. საერთოდ, ჩემს ყოველ ტურს ზედმეტად განიცდის.

- და მესიჯებს გიგზავნით?

- თუ დამიჯერებთ, ასეა: მუდმივად მირეკავს და მეუბნება: - დე, ტელეფონში ჩამირიცხე თანხა, რომ დაგიმესიჯო. სულ მავიწყდება, რომ ჩავურიცხო.

- რა ნომერია დასამესიჯებელი?

- 95 111.

- ცირკის დარბაზში, ყოველ შოუზე, მუდმივად ზის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც აქტიურად გგულშემატკივრობთ. ვინ არიან ისინი?

- ისინი ლევანის მოსწავლეები არიან. სერიოზულად გვგულშემატკივრობენ. ეს ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! პირველად რომ ვნახე დარბაზში, გავგიჟდი და ტირილი მინდოდა.

ერთ დღესაც, როცა ვალსი ვიცეკვეთ და აუტსაიდერებში მოვხვდით, მაგ ბავშვებმა გარეთ გაგვიყვანეს და "ფლეშ-მობი" გვიცეკვეს... ასეთი გულშემატკივრებისთვის როგორ არ უნდა ვიცეკვო მაგრად?

- ამ პროექტში მონაწილეობით რას მიხვდით?

- რომ არ უნდა გაჩერდე, ცოვრება წინ მიდის... მიხარია, რომ ამ შოუს მეშვეობით გავიცანი უამრავი კარგი ადამიანი, ძალიან ბევრი ცეკვა ვისწავლე.

მოკლედ, მაქვს ყულაბა, სადაც მშვენიერ ცეკვებს ვაგროვებ. ადრე ჩემთვის "რუმბა" და "ჩა-ჩა" ერთი და იგივე რამ იყო. არ მაინტერესებდა და არც მქონდა მათთან შეხება.

ახლა უკვე მაქვს საყვარელი ცეკვები. ძალიან მსიამოვნებს თავად ცეკვის პროცესიც და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია, არ უნდა გაჩერდეს!

- ფსონი გამარჯვებაზე უკვე გააკეთეთ?

- ვიქნები ობიექტური, - ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ფინალში მოვხვდე, მაგრამ ადამიანები ვართ და რეალურ ცხოვრებაში ვცხოვრობთ. არ ვიცით, ხვალ და ზეგ რა იქნება...

- ცოტა ხნის წინ თქვენი ინტერვიუ წავიკითხე, სათაურში აქცენტი იმაზე იყო გაკეთებული, რომ "ნანა ნებიერიძე დეპრესიაშია"...

- ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ეგ და ასეთი რამ ჟურნალისტმა რატომ დამიწერა. დეპრესია საერთოდ არ მახასიათებს. შეიძლება, ცუდ ხასიათზე ვიყო, მაგრამ ეს დეპრესიას არ ნიშნავს. ვცდილობ, სულ პოზიტიურ განწყობილებაზე ვიყო. ის სტატია რომ წავიკითხე, გავოცდი, არადა, როგორ შეიძლება, დეპრესია მჭირდეს, როცა შეყვარებული ვარ...

- შეყვარებული ხართ?

- აბა, რა? ამიტომაც ვცეკვავ ასე, შინაგანად მოდის ყველაფერი. ეს მხოლოდ გრძნობას შეუძლია. ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს შეყვარებულ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ ამ პერიოდში სხვანაირად უყურებს ცხოვრებას. ამიტომ, ვცდილობ, მუდმივად ასეთ მდგომარეობაში ვიყო, რადგანაც სამყარო სულ სხვაგავარად ჩანს. როდესაც დიდი გრძნობა გიპყრობს, ცხოვრებისეული პრობლემებიც მეორეხარისხოვანი ხდება.

ვინც ჩემზე დაწერა, რომ დეპრესიაში ვარ, ალბათ თვითონ არის დეპრესიაში... ერთი სიტყვა და კითხვაც არ იყო დასმული ამ მიმართულებით... პირიქით, იქვე იყო ჩემი რჩევები ქართველი ქალბატონების მიმართ: გაიღიმეთ და ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი!

- ჟიურის წევრების ფავორიტი მოცეკვავე ხართ. რას გვეტყვით ამაზე?

- ასეთ რაღაცებს რომ ვიგებ, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო იმისთის, რომ პირველ რიგში ჩემს გულშემატკივრებს, მაყურებელს, ჟიურის წევრებს მოვეწონო...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება