ჩიორა თაქთაქიშვილმა შს მინისტრობის კანდიდატს "ოროსანი" უწოდა

ჩიორა თაქთაქიშვილმა შს მინისტრობის კანდიდატს "ოროსანი" უწოდა

საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ალექსანდრე ჭიკაიძეს "ოროსანი" უწოდა. უმცირესობის წევრებმა უკმაყოფილება მას შემდეგ გამოთქვეს, რაც ჭიკაიძემ დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა დაასრულა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხმამაღლა აღნიშნეს, რომ მინისტრობის კანდიდატს მათი შეკითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.

"ოროსნობა ჰქვია ამას, როდესაც პასუხს არ სცემენ დასმულ კითხვას",- განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

თავის მხრივ, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ხმალაძემ ალექსანდრე ჭიკაიძეს მიმართა და შეახსენა, რომ თუ პასუხის გაცემის სურვილი ჰქონდა ორი წუთი ჰქონდა ამისთვის, თუმცა ხმალაძემ ასევე აღნიშნა, რომ "პასუხის გაუცემლობაც პასუხია".

ალექსანდრე ჭიკაიძემ დარჩენილი ორი წუთი განცხადებების გასაკეთებლად აღარ გამოიყენა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა