მერილ სტრიპი სუზან ბოილის როლს შეასრულებს?

მერილ სტრიპი  სუზან ბოილის როლს შეასრულებს?

მერილ სტრიპს სუზან ბოილის როლის შესრულება შესთავაზეს - ამის შესახებ თავად ბოილმა განაცხადა. ბრიტანელმა მომღერალმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბიოგრაფიულ ფილმში მონაწილეობის მიღებას თავად არ აპირებს. "მსურს რომ ჩემი როლი სხვამ განასახიეროს. სავარაუდოდ, ეს მერილ სტრიპი იქნება. მას უკვე შესთავაზეს", - აღნიშნა ბოილმა.

შეგახსენებთ, სუზან ბოილი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ბრიტანულ Britain's Got Talent-ში "საბრალონიდან" საოპერო არია შეასრულა. სწორედ ამ გამოსვლის შემდეგ ჩვეულებრივი დიასახლისი სუზან ბოილი საქვეყნოდ პოპულარული გახდა. ბიოგრაფიული სურათი სწორედ მის ისტორიას მიეძღვნება.

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

ვინ არის ჯეისონ სტეტჰემის ქართველი ორეული და როგორი გოგონები მოსწონს - ნახეთ ფოტოები

სუზან ბოილი: ქალი, რომელიც ერთ დღეში გააღმერთეს, ღარიბულად ცხოვრობს - რაში დახარჯა მოგებული ფული ბრიტანული "ნიჭიერის“ აღმოჩენამ

ვინ არის სოსო პავლიაშვილის ვაჟი, რომელიც მოსკოვში ძალიან პოპულარულია და მდიდარი მამის ბიზნესს უძღვება