შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაფინანსება მხოლოდ 1 ლარით გაიზარდა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაფინანსება მხოლოდ 1 ლარით გაიზარდა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღის ცენტრი და ორგანიზაცია არსებობს. მათ შორის არის "პირველი ნაბიჯი - საქართველო", რომელსაც ქუთაისშიც აქვს ფილიალი. ცენტრი 2 წელია, ფუნქციონირებს და ამ დროისთვის 54 ბავშვს ემსახურება. ორგანიზაცია ორი - "დღის ცენტრის" და "ადრეული ჩარევის" პროგრამის პროვაიდერია. ვინაიდან ცენტრი სახელმწიფოს კონტრაქტორია, სახელმწიფოსგან თითოეულ ბენეფიციარზე იღებს დაფინანსებას, თუმცა თანხა არასაკმარისია. ამასთან, "პირველი ნაბიჯი - საქართველოს" ქუთაისის ფილიალის მენეჯერის, ნათია გუდავას განცხადებით, ორგანიზაციას კანონით ბენეფიციარების ტრანსპორტირება არ ევალება, თუმცა სახელმწიფო ბენეფიციარების გადადგილების უზრუნველყოფას ავალდებულებს და ბევრი საჩივარის მიუხედავად, მდგომარეობა უცვლელია.

"ჩვენთან ვაუჩერული დაფინანსებაა, ბავშვის მეურვე სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფინანსების მოსაპოვებლად წერს განცხადებას, თუკი მოპოვებული სარეიტინგო ქულა არის 10 000, ბენეფიციარი იღებს 100%-იან დაფინანსებას, მეტი ქულების შემთხვევაში კი 75%-ს, დარჩენილ 25 პროცენტს მშობელი ფარავს. მაგრამ ცუდია, რომ ვაუჩერებიც არის ლიმიტირებული. სახელმწიფოს მიერ გადმორიცხული თანხა თითო აღსაზრდელზე დღიურად 11 ლარს შეადგენს, 2012 წლამდე ეს 10 ლარი იყო, 2013 წლიდან კი მხოლოდ 1 ლარი დაემატა და 11 გახდა. ამ თანხიდან უნდა დავფაროთ კომუნალური გადასახადი, კვების ფული, ტრანსპორტირება, საჭირო ინვენტარი და ასევე ხელფასები, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის და დამატებითი თანხის მოპოვება ჩვენ გვიხდება", - ამბობს ნათია გუდავა.

აღსანიშნავია, რომ დღის ცენტრი არის ერთადერთი დაწესებულება ქუთაისში, რომელსაც პანდუსი აქვს და შშმ პირებს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ. პანდუსი ამ დრომდე არ არის ქუთაისის მერიაში, თეატრებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და სხვა მნიშვნელოვან საჯარო დაწესებულებებში, სადაც ხშირად იმართება საინტერესო ღონისძიებები.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა