ბორის აკუნინი პუტინის გამო ლიტერატურულ ყრილობას არ დაესწრება

ბორის აკუნინი პუტინის გამო ლიტერატურულ ყრილობას არ დაესწრება

მწერალმა ბორის აკუნინმა (გრიგოლ ჩხარტიშვილი), რომელიც  არა მხოლოდ თავისი შემოქმედებით, არამედ აქტიური სამოქალაქო პოზიციით არის ცნობილი, უარი თქვა რუსულ ლიტერატურულ ყრილობაში მონაწილეობაზე. საქმე ის არის, რომ ყრილობაზე დასწრებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც აპირებს.

"ვიდრე ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, მმართველის სიახლოვეს, თუნდაც მასთან ერთად ერთ შენობაში ყოფნა არ შემიძლია",- დაწერა აკუნინმა თავის ბლოგზე. 

"დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი პუტინთან ლიტერატურის საკითხზე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა "პოლიტპატიმარს" გაათავისუფლებენ. გვპირდებიან სწრაფ ამნისტიას. ვნახოთ, გავრცელდება თუ არა ის 6 მაისს დაპატიმრებულებზე, ვნახოთ წამოიწყებენ თუ არა ხოდორკოვსკის მესამე საქმეს, ვნახოთ გაათავისუფლებენ თუ არა ნადეჟდა ტოლოკონიკოვას და მარია ალეხინას. მანამდე კი არა - შეუძლებელია. ავტორიტარული მმართველის გარშემო კორდებალეტის განსახიერება, თითქოს დათანხმებაა მმართველობის მეთოდების ამ ფორმებზე,"- მიიჩნევს აკუნინი.

ამასთან, მწერალი აღნიშნავს, რომ არ განიკითხავს იმ კოლეგებს, რომლებიც შეკრებაზე დასწრებას აპირებენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აკუნინის განცხადებას "საზოგადოებრივი ნიჰილიზმი" უწოდა.

"საზოგადოებრივი  ნიჰილიზმი, რომელსაც კონსტრუქციულობასთან კავშირი არ აქვს. არ მესმის, ვის გულისხმობს ის პოლიტპატიმრებში. "ბალოტნის საქმეზე" დაკავებულებს? მაგრამ ისინი არ არიან პოლიტპატიმრები, ისინი სამართალდამცავთა წინააღმდეგ ხულიგნობისა და ძალადობის მუხლით სამართლდებიან. ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, "- განაცხადა პესკოვმა.

მოსალოდნელია, რომ ღონისძიებაში რუსეთის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ყრილობას ორგანიზებას რუსული ლიტერატურის კლასიკოსების შთამომავლები უწევენ, საქმეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კურირებს. პირველი მასშტაბური ლიტერატურული ყრილობა რუსეთში დღეს უნდა გაიმართოს, რომლის შედეგადაც შესაძლოა, ახალი მწერალთა კავშირიც ჩამოყალიბდეს.

ღონისძიებაზე 1000-მდე სტუმარია მიწვეული.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა