ლაგოდეხში ფეკალიები საცხოვრებელ ეზოებში ამოდის

ლაგოდეხში ფეკალიები საცხოვრებელ ეზოებში ამოდის

ლაგოდეხში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის მცხოვრებლები მოუწესრიგებელი კანალიზაციის გამო უკმაყოფილებას კიდევ ერთხელ გამოთქვამენ. ქალაქში აღნიშნული პრობლემა 20 წელია დგას. ქუჩის მცხოვრებელთა თქმით, შესაბამის ორგანოებს არაერთხელ მიმართეს, სამუშაოებიც დაიწყო, მაგრამ ფეკალიები მათ საცხოვრებელ ეზოებში ამ დრომდე ამოდის.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონის ტექნიკური სამსახურის უფროსის შალვა გასიტაშვილის განცხადებით, ორბელიანის ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება და თუ კლიმატური პირობებიც ხელს შეუწყობთ, რამდენიმე დღეში დასრულდება.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა