უმუშევარი მამაკაცი დასაქმებულზე სწრაფად ბერდება

უმუშევარი მამაკაცი დასაქმებულზე სწრაფად ბერდება

თუ მამაკაცი დიდი ხნის მანძილზე არ მუშაობს, იგი დასაქმებულებთან შედარებით უფრო სწრაფად ბერდება, დაადგინეს ლონდონის სამეფო კოლეჯისა და ოულუს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა. ამასთან, დაბერების პროცესი მაშინ ჩქარდება, როდესაც უმუშევრობა ორ წელზე მეტ ხანს გრძელდება.

ამ დასკვნამდე მეცნიერები 1966 წელს დაბადებული 5500-ზე მეტი მამაკაცის დნმ-ის ანალიზის შედეგებით მივიდნენ. მეცნიერებს 1997 წელს აღებული სისხლის უჯრედებში ტელომერების სიგრძე აინტერესებდათ, როდესაც მონაწილეებს 31 წელი შეუსრულდათ. 17 წელიწადში კვლევა დადასტურდა.  გაირკვა, რომ მამაკაცებს, რომლებიც მუნიმუმ ორი წელი არ მუშაობდნენ, დასაქმებულებთან შედარებით მოკლე ტელომერები ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ქალებს ეს პრობლემა არ ეხებათ.

ცნობილია, რომ სიბერესთან ერთად ტელომერები მოკლდება. ტელომერების სიგრძე დაბერებისა და ასაკობრივი დაავადებების განვითარების განმსაზღვრელია.

მომზადებულია meddaily.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს