ბესელია სააკაშვილზე: მინიმუმ ის უნდა დაიკითხოს

 ბესელია სააკაშვილზე: მინიმუმ ის უნდა დაიკითხოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა დაიკითხოს. ამის შესახებ ბესელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"სააკაშვილის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ძალიან ბევრი კონკრეტული შემთხვევა. ის დღეს ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეა, მას განსაკუთრებული იმუნიტეტი არ აქვს და ის კითხვები, რომლებიც ბიზნესის დატერორების, სხვადასხვა კორუფციული საქმიანობისას და სქემების გამოაშკარავების შემდეგ არსებობს, ამ კითხვებს პასუხის უნდა გასცეს თავად ბატონმა სააკაშვილმა, მისმა გარემოცვამაც, გნებავთ ოჯახის წევრებმა. არავის არ აქვს ხელშეუხებლობა. იმ საკითხებზე, რომლებიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა, უნდა ჩატარდეს ობიექტური კვლევა. ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. მინიმუმ ის უნდა დაიკითხოს და ამის შემდეგ პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა ტიპის მასალები გროვდება და რა იკვეთება საბოლოოდ, რა ტიპის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება მიღებული, მაგრამ ამ ფაქტებზე გამოძიება საჭიროა,"- წერს ბესელია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა