სამეფო საიტი სპონსორს ეძებს

სამეფო საიტი სპონსორს ეძებს

სამეფო საიტი georoyal.ge სპონსორს ეძებს. ამის შესახებ საიტის ვებ-გვერდზეა ნათქვამი. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სამეფო საიტი გაიხსნა 2012 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე. ერთი წლით ადრე ამ დღეს ესპანეთში ქვეყანას მოევლინა გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონი...

ოფიციალური პრეზენტაცია ჩატარდა 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.

Georoyal.ge-ს მიზანია, თანამედროვეობის შესაბამისად,  ეროვნული იდეოლოგიის დამუშავება, გახსენება-გავრცელება და მონარქისტული იდეოლოგიის გაცნობა საზოგადოებისათვის.

ამ მიზნით ვაქვეყნებთ წერილებს, სადაც ვცდილობთ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, რაც შეიძლება გაუჩნდეს მოქალაქეს, მით უმეტეს, სკეპტიკოსს.

ვაგროვებთ და ვაქვეყნებთ სხვა ავტორების, დიდი ქართველების, მოციქულების, წმინდანებისა და სასულიერო პირების ნააზრევს, როგორც მონარქიაზე, ისე ზოგადად ეროვნულ იდეოლოგიაზე და საერთოდ საქართველოზე, მის მნიშვნელობაზე და განსაკუთრებულობაზე.

ტრიბუნა გვაქვს გახსნილი მკითხველებისათვის. ვაქვეყნებთ სიახლეებს მონარქისტული ქვეყნებიდან, მონარქისტული ქვეყნის კონსტიტუციის ნაწყვეტებს...

გამოვაქვეყნეთ პროექტები, როგორი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული სახელმწიფო, თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ აღადგინოს ბაგრატიონთა ტახტი.

გამოვაქვეყნეთ ჩვენი და უცხოელი ავტორების ნააზრევი ბაგრატიონთა წარმოშობის შესახებ. ვაქვეყნებთ წერილებს ქართული გვარების წარმოშობაზე, ისტორიაზე...

ვთანამშრომლობთ სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირის ,,გვარი და გვარიშვილობის" გამგეობასთან, რომელიც მოქმედებს სამების საკათედრო ტაძარში და საქართველოს პატრიარქის მიერ დალოცვისათვის ორგანიზაციას უწევს  ქართული გვარების კავშირებს...

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია რასაც georoyal.ge აკეთებს...

ამ 11 თვის განმავლობაში, რაც გაიხსნა საიტი, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით, ამ მასშტაბით, ამ მოცულობით საქრთველოში პირველად შეიქმნა მსგავსი საიტი-ტრიბუნა და ის გახდა უკვე ბრენდი.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით არავითარი რეკლამა არ გვქონია;

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ მოვახერხეთ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმების გადაღება და პროპაგანდირება;

მიუხედავად იმისა, რომ georoyal.ge ასპარეზზე გამოვიდა საქართველოში დიდი ცვლილებების დროს, ხელისუფლების გადანაწილებისა და დიდი დაპირისპირების პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ს ა პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ ო არჩევნებისთვის მზადება (უკვე კარგა ხანია) და მთელი პროპაგანდისტული სივრცე ხელისუფლების გადანაწილება-მოპოვებაზეა გადართული  -

ჩვენ შევძელით და მოვიზიდეთ მკითხველთა და მხარდამჭერთა წრე, ყოველდღიურად გვყავს 700-დან 1500-მდე და ხშირად რამდენიმე ათასი მკითხველიც.

რა თქმა უნდა, ძალიან გვინდა ქვეყანაში ეროვნული იდეოლოგია გამარჯვებული გამოვიდეს,

ძალიან გვინდა მონარქისტული იდეა პოპულარული გახდეს,

ძალიან გვინდა სამეფო საიტი შენარჩუნდეს და გაძლიერდეს... " - ნათქვამია საიტის მიერ გავრცელებულ ტექსტში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია