რო­გორ უნ­და შეხ­ვ­დეს ადა­მი­ა­ნი თავს და­ტე­ხილ უბე­დუ­რე­ბას

რო­გორ უნ­და შეხ­ვ­დეს ადა­მი­ა­ნი თავს და­ტე­ხილ უბე­დუ­რე­ბას

რო­გორ უნ­და შეხ­ვ­დეს ადა­მი­ა­ნი თავს და­ტე­ხილ უბე­დუ­რე­ბას, რო­გორ უნ­და დაძ­ლი­ოს მწუ­ხა­რე­ბა ისე, რომ არ გა­ბო­როტ­დეს და სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბამ არ შე­იპყ­როს? - ამ სა­კითხის გან­ხილ­ვა მღვდელ მი­ქა­ელ მეკ­რა­ვიშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის გზას ირ­ჩევს, ისიც უნ­და იცო­დეს, რომ თა­ვი­სი კუთ­ვ­ნი­ლი ჯვა­რი უნ­და ატა­როს. შე­იძ­ლე­ბა ეს ჯვა­რი ძა­ლი­ან მძი­მე იყოს, მაგ­რამ მის ტა­რე­ბა­ში უფ­ლის შემ­წე­ო­ბის იმე­დი უნ­და ჰქონ­დეს. ყვე­ლას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს და ამ გზა­ზე ყვე­ლას თა­ვი­სი წი­ლი ტკი­ვი­ლი და სი­ხა­რუ­ლი აქვს გა­სავ­ლე­ლი. წმინ­და მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ: გან­საც­დე­ლი ისე გა­მობ­რ­ძ­მედს ადა­მი­ანს, რო­გორც ქუ­რა­ში დან­თე­ბუ­ლი ცეცხ­ლი - ოქ­რო­სო. ამა­ვე დროს, მწუ­ხა­რე­ბა და უბე­დუ­რე­ბა მწა­რე წამ­ლის როლ­საც ას­რუ­ლებს.

- მა­მაო, რო­გორ უნ­და გა­ვი­გოთ ეს?

- ახ­ლა­ვე აგიხ­ს­ნით: გან­საც­დე­ლი ყვე­ლა­ზე უკე­თე­სად აქარ­ვებს ადა­მი­ა­ნის ცოდ­ვი­სა­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბას, წმენდს ჩვენს ფიქ­რებ­სა და აზ­რებს, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სწო­რედ გან­საც­დე­ლის დროს მი­დის უფალ­თან და ეკ­ლე­სი­ურ ცხოვ­რე­ბას იწყებს. მწუ­ხა­რე­ბა სუ­ლი­ე­რად ამაღ­ლებს და აძ­ლი­ე­რებს ადა­მი­ანს, სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვას აჩ­ვევს, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას სძენს და ისიც ნელ-ნე­ლა გა­ნიწ­მენდს თა­ვის სულს ცოდ­ვი­ლი ზრახ­ვე­ბი­სა და მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი­სა­გან. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი კარ­გად არის, ჰგო­ნია, რომ მის გარ­შე­მო მყოფ­ნი ზუს­ტად ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. გა­ლა­ღე­ბუ­ლი კა­ცი სრულ­ყო­ფი­ლად ვერ შე­იგ­რ­ძ­ნობს იმის ტკი­ვილს, ვინც ავა­დაა, ვი­საც დი­დი მწუ­ხა­რე­ბა და­ატყ­და თავს, ვინც ცხოვ­რე­ბი­სა­გან და­ჩაგ­რუ­ლია. მოვ­ლე­ნი­ლი გან­საც­დე­ლის შე­დე­გად კი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის თუნ­დაც ერთ ტკბილ სიტყ­ვას, ან ერთ გა­ღი­მე­ბა­საც ძა­ლი­ან დი­დი შვე­ბა მო­აქვს. ასეთ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან: რა ხდე­ბა ოჯახ­ში, სა­დაც ავად­მ­ყო­ფია? - რა თქმა უნ­და, ოჯა­ხის წევ­რე­ბი მას უვ­ლი­ან, ზოგ­ჯერ ხე­ლი­თაც აჭ­მე­ვენ, მას­ზე ზრუ­ნა­ვენ და ამ ყუ­რადღე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო ისი­ნიც იწ­მინ­დე­ბი­ან. ავად­მ­ყო­ფი ტკი­ვი­ლი­თა და მოთ­მი­ნე­ბით იწ­მინ­დე­ბა, ხო­ლო მომ­ვ­ლე­ლე­ბი - მი­სი მოვ­ლით. ავად­მ­ყო­ფი თით­ქოს­და, აბა­თი­ლებს იმ ადა­მი­ან­თა ცოდ­ვებს, ვინც მას უვ­ლის და ტკი­ვი­ლებს უმ­სუ­ბუ­ქებს.

- რო­დე­საც პა­ტა­რა ბავ­შ­ვი ან ახალ­გაზ­რ­და, უცოდ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, ახ­ლობ­ლე­ბი ვერ იტე­ვენ ამ მწუ­ხა­რე­ბას და ზოგ­ჯერ უფალს გმო­ბენ...

- ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, მაგ­რამ ასეთ დროს ადა­მი­ა­ნი სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა­ში არ უნ­და ჩა­ვარ­დეს, იმი­ტომ, რომ ჩვენ ვი­ცით: ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბით ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მწუ­ხა­რე­ბის გა­მო იმედს კარ­გავს, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ ღვთის არ­სე­ბო­ბას უარ­ყოფს. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა, სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა არ უნ­და მოგ­ვე­რი­ოს, მან ადა­მი­ა­ნი ვერ უნ­და და­ჯაბ­ნოს, პი­რი­ქით, გან­საც­დე­ლი­სა და მწუ­ხა­რე­ბის დროს უფ­რო მე­ტად უნ­და აღ­ვი­ჭურ­ვოთ ღვთის რწმე­ნი­თა და იმე­დით. ასეთ დროს ადა­მი­ან­მა ყუ­რადღე­ბით უნ­და გა­და­ხე­დოს თა­ვის ცხოვ­რე­ბას, იქ­ნებ წარ­სულ­ში რა­ღაც ცოდ­ვას სჩა­დი­ო­და და თა­ვის და­ნა­შა­ულს ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და, იქ­ნებ ვი­ღა­ცას ვნებ­და და ამას ვერ ხე­დავ­და. გან­საც­დე­ლი, გა­ჭირ­ვე­ბა აფხიზ­ლებს კაცს. ზოგ­ჯერ უფალს მარ­თ­ლაც გაჰ­ყავს ამ ქვეყ­ნი­დან უცოდ­ვე­ლი არ­სე­ბე­ბი, მაგ­რამ ეს ღვთის ნე­ბი­თა და დაშ­ვე­ბით ხდე­ბა. სხვა­თა შო­რის, ძველ აღ­თ­ქ­მა­ში წე­რია: ნუ სცო­დავ, თო­რემ პა­სუხს ან შენ, ან შენს შვილ­სა და შვი­ლიშ­ვილს მოვ­თხო­ვო. ცოდ­ვა შე­იძ­ლე­ბა შვიდ თა­ო­ბა­ზეც გა­და­ვი­დეს, თუ ჩამ­დენ­მა არ მო­ი­ნა­ნია. ტრა­გი­კულ შემ­თხ­ვე­ვას ან უცა­ბედ სიკ­ვ­დილს ყო­ველ­თ­ვის აქვს ფა­რუ­ლი მი­ზე­ზი და სა­ფუძ­ვე­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­სუ­ლა ეკ­ლე­სი­ა­ში და უთ­ქ­ვამს: კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს ჩემ­მა წი­ნა­პარ­მა ეკ­ლე­სია და­ან­გ­რია, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი მოკ­ლა, ხა­ტი შე­უ­რაცხ­ყო და იმის შემ­დეგ ჩვენ­მა გვარ­მა ვერ გა­ი­ხა­რაო. ასე­თი ცოდ­ვის ჩამ­დე­ნი ან თვი­თონ ის­ჯე­ბა, ან მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­სი ოჯა­ხის წევ­რი იხ­დის საზღა­ურს. ამა­ვე დროს, შე­იძ­ლე­ბა თა­ვის დრო­ზე ადა­მი­ან­მა ვი­ღაც გა­ამ­წა­რა ან მოკ­ლა, ან არას­წო­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა მი­სი შვილს ან შვი­ლიშ­ვილს მო­უხ­დეს ამის გა­მო პა­სუ­ხის­გე­ბა.

- დღეს ბევ­რის­თ­ვის ცოდ­ვა აღარ არის სიძ­ვა, მრუ­შო­ბა, მე­უღ­ლის ღა­ლა­ტი და ბევ­რი სხვა რამ, რაც ად­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დიდ სირ­ცხ­ვი­ლად მი­აჩ­ნ­დათ.

- გე­თან­ხ­მე­ბით. მი­მო­ვი­ხე­დოთ ირ­გ­ვ­ლივ რა ხდე­ბა: გა­მუდ­მე­ბით ვხე­დავთ უხამს რეკ­ლა­მებს, გვეს­მის უხამ­სი მუ­სი­კა, რო­მე­ლიც ღვთის გმო­ბი­თა და უწ­მა­წუ­რი სიტყ­ვე­ბით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი... ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ან­ში რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის ნაც­ვ­ლად ცხო­ვე­ლურ ინ­ს­ტინ­ქ­ტებს აღ­ვი­ძებს, მე­რე ეს ბინ­ძუ­რი ნა­ლე­ქი ადა­მი­ა­ნის სულ­ში გროვ­დე­ბა და ათას­გ­ვარ სი­მა­ხინ­ჯეს წარ­მო­შობს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ნარ­კო­ტიკ­სა და აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე. დღეს ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბაც კი სტან­დარ­ტე­ბით არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი: რა­ტომ­ღაც სურთ, რომ ყვე­ლას ერ­თი სი­მაღ­ლე, წო­ნა და მკერ­დის ზო­მა ჰქონ­დეს. არა­და, ადა­მი­ა­ნი სწო­რედ ისე­თია მშვე­ნი­ე­რი, რო­გო­რიც უფალ­მა შექ­მ­ნა. თუ ვი­ღა­ცის წე­ლის ზო­მა და თვა­ლის ფე­რი დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს შე­ე­ფე­რე­ბა, ის უეც­რად ხდე­ბა ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი, ისე, რომ მის ზნე­ო­ბა­ზე, მის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ზე არა­ვინ ფიქ­რობს. ეს არის სწო­რედ ეშ­მა­კის მი­ერ და­გე­ბუ­ლი მა­ხე: ბო­როტ ძა­ლას სურს შექ­მ­ნას ერ­თ­გ­ვა­რო­ვან ადა­მი­ან­თა მა­სა, რო­მე­ლიც სტან­დარ­ტუ­ლად აზ­როვ­ნებს, უგუ­ნუ­რია და ყვე­ლა­ნა­ირ ცოდ­ვა­ზე წამ­ს­ვ­ლე­ლი.

- მა­მაო, ბო­ლო წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ოჯა­ხი გა­ღა­ტაკ­და, ბევრს ვა­ლი და­ე­დო და მა­მაპა­პი­სე­უ­ლი ქო­ნე­ბა და­კარ­გა. ზო­გი­ერ­თი ამ გა­საც­დელ­საც ვერ უძ­ლებს - გან­საც­დელს, რო­მელ­საც სი­დუხ­ჭი­რე ჰქვია...

- მო­დით, დავ­ფიქ­რ­დეთ, იქ­ნებ ეს ქო­ნე­ბა უკა­ნო­ნო, უფ­ლი­სათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი გზე­ბი­თა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით იყო დაგ­რო­ვი­ლი? ქურ­დ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ მას ად­რე თუ გვი­ან და­ი­ჭე­რენ, ბო­როტ­მოქ­მედ­მაც იცის, რომ ად­რე თუ გვი­ან სას­ჯე­ლი უწევს. უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნილ­მა ქო­ნე­ბა­მაც იცის ასე­თი რამ: მის მფლო­ბელს მუდ­მი­ვი ში­ში აქვს, რომ ად­რე თუ გვი­ან და­კარ­გავს მას. უმე­ტეს­წი­ლად ეს ში­ში მარ­თ­ლ­დე­ბა და ქა­რის მო­ტა­ნილს ქა­რი წა­ი­ღებს ხოლ­მე: ან ამ ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი ავად­დე­ბა, ან ცუდ გზას ად­გე­ბა და ერთ დროს შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ღა­რი­ბი და უქო­ნე­ლი ხდე­ბა. ასე­თი ქო­ნე­ბა ხში­რად სას­ჯე­ლად იქ­ცე­ვა ხოლ­მე მთე­ლი მი­სი ოჯა­ხი­სათ­ვის. ამის გა­მო უფ­ლის გმო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან ღვთა­ებ­რი­ვი კა­ნო­ნე­ბი იმი­სთ­ვის არ­სე­ბობს, რომ ჩვე­ნი სი­სუს­ტე და­ვი­ნა­ხოთ, რომ გა­მოვ­ს­წორ­დეთ და უფ­ლის იმე­დით ვი­ა­როთ ამ წუ­თი­სოფ­ლის გზა­ზე. უფა­ლი უხ­ვად გვაძ­ლევს თა­ვის წყა­ლო­ბას, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ვა­ფა­სოთ. გულ­წ­რ­ფე­ლად უნ­და გვიყ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბი და გან­საც­დელ­საც ად­ვი­ლად გა­და­ვი­ტანთ და ყვე­ლა­ზე დი­დი მწუ­ხა­რე­ბი­და­ნაც კი გან­წ­მენ­დილ­ნი და გან­მ­ტ­კი­ცე­ბულ­ნი გა­მო­ვალთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია