მეკუბოვეთა პროფესიული კოლეჯი წელიწადში 500 დიპლომს გასცემს

მეკუბოვეთა პროფესიული კოლეჯი წელიწადში 500 დიპლომს გასცემს

გერმანიაში, ჩრდილოეთ ბავარიაში მეკუბოვეთა პროფესიული კოლეჯი მოქმედებს. ის ევროპაში ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც დიპლომირებულ მეკუბოვეებს უშვებს.

კუბოების დამზადების სამწლიანი კურსის გასავლელად სასწავლებელში ყოველწლიურად 500 სტუდენტს იღებენ. კოლეჯი არაფრით განსხვავდება სხვა პროფესიული სასწავლებლებისგან, თუ არ ჩავთვლით კუბოებს, რომელიც ყველა აუდიტორიას ამშვენებს.

სტუდენტები საფლავების გათხრასაც სწავლობენ, პროგრამაშია ანატომიის კურსიც. გარდა ამისა, მომავალ მეკუბოვეებს ასწავლიან, როგორ მოეპყრან ცხედარს, რისთვისაც საკმაოდ რეალისტურ რეკვიზიტებს იყენებენ.

სტუდენტები შეისწავლიან განსასვენებლების დამზადების ოსტატურ ხერხებს, ზედაპირის დამუშავებას, დიდ დროს უთმობენ იმ უნარ-ჩვევების ათვისებასაც, რაც მომავალში მგლოვიარე ოჯახებთან ურთიერთობისას გამოადგებათ.

კოლეჯის ერთ-ერთი პედაგოგის განმარტებით, მათი კურსდამთავრებულები სამგლოვიარო საქმის ნამდვილი პროფესიანალები არიან.

"სტუდენტებს რთული გზის გავლა უწევთ. განსაკუთრებით მძიმეა სწავლების პრაქტიკული ნაწილი, როცა ახალგაზრდებს ადგილობრივ დამკრძალავ ოფისებში დიდი დროის გატარება უწევთ. ისინი მგლოვიარე ოჯახის წევრების გვერდით ღვრიან ცრემლს, მითუმეტეს თუ გარდაცვლილი ბავშვია ან მათი ასაკის ახალგაზრდა", - აცხადებს პასკალ ჰაუბრიკსი.

მომზადებულია rt.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს