ქუთაისში ციხიდან გათავისუფლებულმა ქმარმა ცოლს კარაქიანი პურის გამო სცემა

ქუთაისში ციხიდან გათავისუფლებულმა ქმარმა ცოლს კარაქიანი პურის გამო სცემა

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 45 წლის მამაკაცმა მეუღლეს სასტიკად სცემა. მეუღლეების ჩხუბს 2 წლის ბავშვი შეესწრო, რომელიც წაქცეული ქალის ქვეშ იყო მოყოლილი.

დიდი ხნის ყვირილის და გინების შემდეგ, ქალმა ქმრის ხელიდან გაქცევა და მეზობელთან დამალვა მოახერხა. როგორც დაზარალებულმა მეზობლებს გაუმხილა, კონფლიქტის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ცოლმა ქმრის მიერ მიწოდებული კარაქიანი პური არ შეჭამა. "სახლში რომ მოვიდა, საჭმელი გავუწყვე, პურის ნაჭერზე ძალიან ბევრი კარაქი და თაფლი გადაუსვა, ჭამა დაიწყო და ვეღარ შეჭამა. დამიძახა, შენ მოდი და შეჭამეო. მე იქვე ბავშვს ვავახშმებდი, არ მინდა ეხლა ვჭამე-მეთქი, ვუთხარი. ის კი გიჟივით მომვარდა, კარაქი სახეში შემაზილა და წამაქცია, თმებით გამომიყვანა კარებამდე, ბავშვი კი ქვეშ მომიყვა" - უთხრა ქალმა მეზობლებს.

თვითმხილველების თმით, ქალის დახმარება ვერავინ გაბედა, რადგან მოძალადე ქმრის შეეშინდათ. "გვეგონა, ჩაწყნარდა ყველაფერი, რომ შუა ღამით კიდევ რამდენჯერმე გავიგეთ ატირებული და შეშინებული ქალის ხმა, ბავშვის ტირილი და გაცოფებული მამაკაცის ღრიალი და გინება. ოპერაციის ჩატარება დაგვჭირდა იმისთვის, რომ ქალი სახლიდან გაგვეპარებინა" - განაცხადეს თვითმხილველმა მეზობლებმა.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა