"ბეწვზე გადავრჩი, რომ ნიკოლოზის დედად არ გამაფორმეს" - მამუკა ლომაშვილს პირველი შვილი შეეძინა

"ბეწვზე გადავრჩი, რომ ნიკოლოზის დედად არ გამაფორმეს" - მამუკა ლომაშვილს პირველი შვილი შეეძინა

პაროდისტი მამუკა ლომაშვილი მამა გახდა. ცოტა ხნის წინ ვაჟი, ნიკოლოზი შეეძინა. მისი მეუღლე და ჩვილი თავს კარგად გრძნობენ. ნიკოლოზი 3 კილოგრამსა და 850 გრამს იწონის.

ვინაიდან პატარა იტალიაში, რომის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში გაჩნდა, ამიტომ მამა შვილის დაბადებას ვერც სამშობიარო ბლოკში დაესწრო და ვერც - მის მიღმა, ის ცოლ-შვილს თბილისში გულშემატკივრობდა...

- ორი თვის წინ მე და ნინო იტალიაში გავემგზავრეთ. ჩემი მეუღლე იქ წლების განმავლობაში მუშაობდა და უამრავი მეგობარი ჰყავს...

- ალბათ გადაწყვეტილიც გვქონდათ, რომ ნიკოლოზი იქ დაბადებულიყო, არა?

- კი გვინდოდა, რომ ნიკოლოზი იქ დაბადებულიყო, მაგრამ ვინაიდან მე თბილისში უამრავი გადაუდებელი საქმე მქონდა, მალევე უკან დავბრუნდი. ნინო კი იქ დავტოვე. ვნერვიულობდი, მაგრამ ღვთის მადლით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ორივე მშვენივრად გრძნობს თავს და აი, ახლაც, დედა-შვილი იტალიის ქუჩებში არიან სასეირნოდ გასულები...

- როდის დაბრუნდებიან?

- სავრაუდოდ საახალწლოდ, ნინო უკვე საბუთებს ამზადებს, თუ საკონსულოში არ გააწვალეს და არ შეაფერხეს, ორივე ახალ წელს აქ იქნება. მე კი მათთვის სახლს ვამზადებ, პატარა რემონტი მაქვს, რაღაცებს ვაწესრიგებ...

ისე, რომ მოვდიოდი, ნინო გავაფრთხილე: ყურადღება მიაქციე, ბავშვის დაბადების მოწმობაში სახელი სწორად ჩაწერონ-მეთქი. თურმე როდესაც მოწმობას ავსებდნენ, იტალიელებს უკითხვათ, - დედა რომელია, - ნინო თუ მამუკაო? ნინო იქ ხომ მამკაცებს ჰქვიათ, ა-ზე კი მათთან მამკაცის სახელი არ მთავრდება. ამიტომ არც მამუკა მიიჩნიეს მამაკაცის სახელად. ასე რომ, ბეწვზე გადავრჩი, რომ ნიკოლოზის დედად არ გამაფორმეს...

- უკვე გააცნობიერე, რომ მამა ხარ?

- ჯერ ვერა, მხოლოდ იმას ვცდილობ და ვზრუნავ, რომ ნიკოლოზს სახლი მოვუწესრიგო...

- ისე, საქართველოში მთავრობა შეიცვალა, შენი პაროდიის ობიექტი პრეზიდენტი სააკაშვილი აღარ არის თანამდებობაზე. მის იმიტაციას კიდევ გააკეთებ?

- წარმოიდგინეთ, რომ მიშას პაროდია, კიდევ მაგარ "ხოდშია". ამაში კიდევ ერთხელ იმ დღეს დავრწმუნდი, როდესაც ელიავას ბაზრობაზე სამშენებლო მასალების საყიდლად მივედი. ხალხი შემომეხვია, მეფერებოდნენ, მიცინოდნენ, მესალმებოდნენ და მივხვდი, რომ მიშა ჯერჯერობით "მოდაშია".

- იქნებ შენ გგულშემატკივრობენ და არა მიშას?

- არა ნამდვილად. ერთხელ ასეთი ექსპერიმენტიც ჩავატარე: სცერნაზე ჩემი ხმით ვილაპარაკე ის ტექსტი, რაც პაროდიისთვის იყო განკუთვნილი, მაყურებელმა მაინც მიიღო...

ისე, 21 დეკემბერს ფილარმონიაში "პაროდიის თეატრის" 15 წლისთავისთვის მიძღვნილი კონცერტი გვექნება და მე რა თქმა უნდა, კვლავ "მიშა" ვიქნები...

ლალი ფაცია

სპეცილაურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება