ივანიშვილის პაროდისტი: "პრემიერს რომ ვუყურებ, მილიარდერობა არ მინდა"

ივანიშვილის პაროდისტი: "პრემიერს რომ ვუყურებ, მილიარდერობა არ მინდა"

"კომედი შოუს" მსახიობმა ნიკა კაკაბაძემ თავი პრემიერზე შესრულებული პაროდიით დაგვამახსოვრა. მალე პრემიერი წავა პოლიტიკიდან და ნიკას სხვა პერსონაჟზე მოუწევს მუშაობა. სავარაუდოდ, ეს პერსონაჟი ახალი პრემიერი ან პრეზიდენტი იქნება.

როდის ფიქრობდა ივანიშვილის პაროდისტი გენერლობაზე

- დედა წარმოშობით ხარაგაულის რაიონიდანაა, მამა - ხონის რაიონიდან. ერთმანეთი ქუთაისში გაიცნეს. კომუნისტების პერიოდი იყო და ავტოქარხანა გუგუნებდა. ორივე ამ ქარხანაში მუშაობდა, მოეწონათ ერთმანეთი და შექმნეს ოჯახი. სურათი მათი ოჯახის შექმნიდან რამდენიმე თვეშია გადაღებული.

- მშობლებს რა პროფესიები ჰქონდათ?

- მამა ელექტრიკოსი გახლდათ, დედის პროფესია ზუსტად არ ვიცი. მოკლედ, შექმნეს ოჯახი და გავჩნდი მე. სურათზე მე ვარ. როგორც ხედავთ, ბავშვობაში ძალიან პუტკუნა ვიყავი. ხუთი წელი სოფელში ვცხოვრობდი და მერე ქუთაისში გადავედი. ქუთაისში ვსწავლობდი, სანამ თბილისში ჩამოვიდოდი და უმაღლესში ჩავაბარებდი.

- ბავშვობა რომელ სოფელში გაატარე?

- ხონის რაიონის სოფელ კუხში. ბევრი ყველასთვის ცნობილი კაკაბაძე ამ სოფლიდანაა - დავით კაკაბაძე, პოლიკარპე კაკაბაძე. ზოგადად, კაკაბაძეები ძირითადად ამ სოფლიდან არიან.

- ცნობილი კაკაბაძეების ჩამონათვალში შენი თავი გამოგრჩა.

- (იცინის) არ შეიძლება, რომ მათ სიაში ვიყო.

- დედამამიშვილი გყავს?

- ორი წლით უმცროსი და მყავს. მომდევნო ფოტოზე ჩემი დაა.

- სკოლაში კარგად სწავლობდი?

- ქუთაისში თავიდან ჩვეულებრივ სკოლაში დავდიოდი. მერე გადამიყვანეს ქუთაისის გაძლიერებულ ფიზიკა-მათემატიკურ გიმნაზიაში. ტექნიკურ საგნებს კარგად ვსწავლობდი. ვერავინ იფიქრებდა, რომ მსახიობობის ნიჭი აღმომაჩნდებოდა. ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში დავდიოდი და უფრო ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა, განსაკუთრებულად ისტორია და ქართული. ალბათ, ზოგადად ასეა. ვისაც სამსახიობო ნიჭი აქვს, ტექნიკური საგნები ნაკლებად ეხერხება.

- როგორც ჩანს, შენმა მშობლებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს შენი ნიჭი.

- მშობლებმა, სადაც კარგ განათლებას იღებდნენ, იმ სკოლაში შემიყვანეს. ჩემი მოსწავლეობის დროს დასავლეთ საქართველოში ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ყველაზე კარგი იყო, ახლა არ ვიცი, ამ მხრივ შეიცვალა თუ არა სიტუაცია. ჩვენი სკოლიდან მსოფლიო ოლიმპიადაზე იმარჯვებდნენ ბავშვები. ფოტო ბავშვობაში ერთ-ერთ ზეიმზე გადამიღეს. მე იმ ბავშვებს შორის არ ვყოფილვარ, რომლებიც ოლიმპიადებზე იმარჯვებდნენ.

- სკოლის დამთავრების შემდეგ რა პროფესია აირჩიე?

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, რომელიც გასულ წელს დავამთავრე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება