ირაკლი ალასანია - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესს ხელს ვერაფერი შეუშლის

ირაკლი ალასანია - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესს ხელს ვერაფერი შეუშლის

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესს ხელს ვერაფერი შეუშლის, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ იმ თემის კომენტირებისას განაცხადა , რომელიც რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ მოვლენებს შეეხებოდა.

"ჩემი აზრით, მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროკავშირი არის კიდევ უფრო მხარდამჭერი საქართველოსი, როდესაც ხდება კონფლიქტის ზონაში ასეთი ინციდენტები, როდესაც რუსეთი უგულებელყოფს ყველა შეთანხმებას, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი, აქედან გამომდინარე, ვერანაირი ხელშეშლა, ვერანაირი გამაღიზიანებელი რუსეთის მხრიდან, ნებისმიერი მხრიდან ჩვენს ინტეგრაციას, ხელმოწერას ასოცირების შეთანხმებაზე ხელს ვერ შეუშლის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა