რაც ეპატიება კაცს, არ ეპატიება ქალს - გენდერული სტერეოტიპები უცვლელია

რაც ეპატიება კაცს, არ ეპატიება ქალს - გენდერული სტერეოტიპები უცვლელია

"ოჯახის შესანარჩუნებლად ცოლმა ქმრისგან გარკვეული შეურაცხყოფა უნდა მოითმინოს", - ასე თვლის "ეისითი"-ს ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხული მამაკაცების ნახევარზე მეტი. "გაეროს განვითარების პროგრამის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპოდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კარგი ცოლი უნდა დაემორჩილოს მეუღლეს, მაშინაც კი, როდესაც არ ეთანხმება მას. ასევე, გამოკითხულების საკმაოდ დიდი ნაწილის აზრით, მნიშვნელოვანია, კაცმა აჩვენოს ცოლს, "ვინ არის სახლში უფროსი".

"ქრისტიანობაა, რომ ცოლი უნდა იყოს ქმრის მორჩილი. ნებისმიერი ხასიათის მამაკაცი უნდა აიტანოს ქართველმა ქალმა" - მიაჩნიათ სამეგრელოში 20-35 წლის მამაკაცებს.

კვლევითი პროექტი "საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში" 2013 წლის თებერვლიდან ივლისამდე პერიოდში მიმდინარეობდა. მთელი საქართველოს მასშტაბით კვლევის ფარგლებში ჩატარდა 1 760 პირისპირი ინტერვიუ, ასევე - 16 ფოკუსური ჯგუფი ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებელ ქალებთან. 8 ჯგუფი სამეგრელოში, 8 კი კახეთში.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის - ოჯახის ეკონომიური უზრუნველყოფა. გამოკითხულებს მიაჩნიათ, რომ ქალი არ უნდა მუშაობდეს ან "ქალისთვის შესაფერისი" სამუშაო უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება სექსუალურ ცხოვრებას, გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, მამაკაცმა ან ქალმა სურვილის გარეშე დაამყაროს სექსუალური კავშირი მეუღლესთან. თუმცა, უფრო მეტია რესპოდენტი, რომელიც თვლის, რომ ქალი ვალდებულია სურვილის არქონის შემთხვევაში დაამყაროს მეუღლესთან სექსუალური კავშირი (22%).

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა