ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი სხდომაზე უკრაინის დროშით გამოცხადდა

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი სხდომაზე უკრაინის დროშით გამოცხადდა

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალი" დეპუტატი გია გოქაძე უკრაინის სახელმწიფო დროშით მივიდა. მისი თქმით, ამ ჟესტით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

"ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინელებს და მოვითხოვ ქუთაისში, ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას, რომელმაც სისხლის კალო მოაწყო უკრაინაში, ქალაქ ჟიტომირში" , - განაცხადა გია გოქაძემ.

უკრაინის დროშის გარდა, გოქაძემ საკრებულოს სხდომაზე, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას სოლიდარობის ნიშნად, მცირე ზომის ტრანსპარანტიც წარმოადგინა.

წყარო: "ახალი გაზეთი"

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა