ოპრა უინფრიმ თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიიღო

ოპრა უინფრიმ თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიიღო

თეთრ სახლში საზეიმო ცერემონიაზე ოპრა უინფრიმ თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიიღო. იგი აშშ-ში მნიშვნელობით უმაღლეს საჯარო ჯილდოდ ითვლება. ოპრამ იგი პირადად სახელმწიფოს ლიდერისგან, ბარაკ ობამასგან მიიღო.

"ამერიკული ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ადამიანები, რომლებიც საკმაოდ მოკრძალებული ოჯახებიდან არიან, ცხოვრებაში ბევრს აღწევენ",- განაცხადა პრეზიდენტმა მედლის გადაცემისას. ეს სიტყვები ოპრას ეხებოდა, რომელსაც უღრუბლო ბავშვობა და ახალგაზრდობა ნამდვილად არ ჰქონია.

ოპრა ცნობილი საკუთარი "ოპრა უინფრის შოუს" წყალობით გახდა, 2011 წელს მან საკუთარი ტელეარხი OWN შექმნა.

მომზადებულია cosmo.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები