ქუთაისის ყოფილ ვიცე-მერს საკრებულოს თავმჯდომარემ პრემია გამოუწერა

ქუთაისის ყოფილ ვიცე-მერს საკრებულოს თავმჯდომარემ პრემია გამოუწერა

ქუთაისის ყოფილ ვიცე-მერს თენგიზ თოფურიძეს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ პრემიის სახით 1 200 ლარი გამოუწერა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის ბრძანებაში წერია, პრემია თოფურიძემ სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის უნდა მიიღოს.

"მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის გამოყოფილ იქნეს წახალისებული ფორმა-ერთდროული ფულადი ჯილდო თანმადებობრივი სარგოს ოდენობით. ბრძანების შესრულების კონტროლი დააევალოს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს" - წერია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ვიცე-მერი თენგო თოფურიძე თანამდებობიდან 21 ნოემბერს გადადგა.

წყარო: topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა