ჭელის მეჩეთთან ქრისტიანი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან

ჭელის მეჩეთთან ქრისტიანი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელის მეჩეთთან, სადაც გუშინ, გვიან ღამით, მინარეთი დააბრუნეს, ქრისტიანი სასულიერო პირები სავედრებელ პარაკლისს იხდიან. პარაკლისს ჭელის მეზობლად მდებარე სოფელ ზარზმის, ამავე სახელწოდების მონასტრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზ გეწაძე იხდის. მეჩეთთან სხვა სასულიერო პირები, ადგილობრივი ქრისტიანები და ადიგენის არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დარბაზის" წევრებიც იმყოფებიან. შეკრებილები მეჩეთთან მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებენ.

ამ დროისთვის მეჩეთთან ადგილობრივი მუსლიმები არ ჩანან, მხოლოდ რამდენიმე მათგანია დილიდან მეჩეთში სალოცავად შესული. როგორც ცნობილია, მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა მუსლიმ თემს მოუწოდა, თავი შეიკავონ მეჩეთთან შეკრებისგან, მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭელის მეჩეთთან მინარეთი დემონტაჟიდან სამი თვის შემდეგ, 27 ნოემბერს, გვიან ღამით, სამ საათში დააბრუნეს. მუსლიმებმა მინარეთის დაბრუნების ნებართვა ადიგენის საკრებულოსგან მას შემდეგ მიიღეს, როცა ყველა დოკუმენტაცია მოაწესრიგეს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა