რატომ აპირებდა ეთერ კაკულია დაბადების დღის ჭორვილაში გადახდას

რატომ აპირებდა ეთერ კაკულია დაბადების დღის ჭორვილაში გადახდას

29 ნოემბერს ეთერ კაკულიას დაბადების დღეა. ქალბატონ ეთერს მეგობრები გრანდიოზულ დაბადების დღეს უმზადებენ. მომღერალიც საგულდაგულოდ ემზადება ამ დღისთვის. ამბობს, რომ ვარსკვლავის გახსნასაც იმსახურებს, ამისთვის მომწიფდა უკვე.

- ქალბატონო ეთერ, იმდენჯერ მოიტყუეთ თქვენი ასაკი, კიდევ გახსოვთ, რამდენი წლის ბრძანდებით?

- 33 წლის ვხდები. არა, მართლა აღარ მახსოვს. იმდენჯერ მოვიტყუე, ყოველ წელს სხვადასხვა ასაკს ვამბობ, თან ნელ-ნელა ვაკლებ.

- როგორ აპირებთ ამ დღის აღნიშვნას?

- ჭორვილაში მინდოდა გადამეხადა, ბიძინა ივანიშვილის დედა, ქალბატონი ციცინო ჩემი მეგობარია და მან შემომთავაზა. ახლა გადავიფიქრე, მეუხერხულება მაინც, ჩემი დაბადების დღე ჭორვილაში რატომ უნდა გადავიხადო. 94 წლის ქალია ციცინო, როგორც ჩიტი, ისე დაფრინავს. საოცარი ქალბატონია, ძალიან მიყვარს. ახლა ''მარიოტში'' აპირებენ ჩემი მეგობრები ჩემი დაბადების დღის აღნიშვნას, ნაზი ალასანიამ და მანანა გაბრიჭიძემ ითავეს ეს საქმე.

- დაახლოებით მაინც იცით, როგორი იქნება თქვენი დაბადების დღე?

- ვერაფერს ვეკითხები, ისე მეუხერხულება, ან საიდან შოულობენ ფინანსებს, არ ვიცი. შეხვედრა-კონცერტი, დაახლოებით ასეთი ტიპის საღამო იქნება. საღამოს გივი სიხარულიძე წაიყვანს. მეც ვიმღერებ. მანამდე ფორმაში მოვალ, დღეს რაღაც ვერ ვარ ფორმაში, სხვანაირი ვარ უმაკიაჟოდ, არა? მაგრამ ასე უფრო ახალგაზრდულია, ხომ მართალია?

- მართალია, მართალი.

- ნინო, უყურე ჩემი და ანრის ნომერს ''ჯი-დი-ეს'' -ზე? ასეთი შოუ არ განმეორდება, არადა, გუშინ დაბალი ქულები დაუწერეს. ისე დამწყდა გული. ვერავინ ვერ გააკეთებდა მაგ ელ ჯეროს, არაფერი არ აქვს ისეთი, რომ შოუ გააკეთო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება